ძიძა, ეს არის ანაზღაურებადი თანამშრომელი, რომელთან ურთიერთობაშიც ყოველთვის გარკვეულ დისტანციას ინარჩუნებთ. ძიძის მოვალეობები თავიდანვე შეთახმებული და გარკვეულია, ამიტომ როცა მათ შესრულებას მოითხოვთ, მასთან ურთიერთობის გაფუჭების შიში არ შეგაწუხებთ.
მეორეს მხრივ, ძიძა უცხო ადამიანია. მას სინამდვილეში არ ვიცნობთ, არადა ჩვენთვის ყველზე საყვარელი არსება უნდა მივანდოთ. აქ მშობელს გარკვეული შფოთვა და რისკი მაინც რჩება.
ძიძის შესაძლო ალტერნატივა ბებიაა, თუ, რა თქმა უნდა, იმავე ქალაქში ცხოვრობს და ბავშვების მოვლაზე უარს არ ამბობს. როგორც წესი, ბებია უფრო საიმედო ვარიანტია. დედას, დეიდას ან დედამთილს კარგად იცნობ და შეგიძლია წინასწარ განსაზღვრო, რას უნდა ელოდო მისგან.
ძიძისგან განსხვავებით, ბებია შეგნებულად არაფერს გააკეთებს ბავშვისთვის საზიანოს. თუნდაც მისი, შენი აზრით, მოძველებული მეთოდებიც მხოლოდ კეთილი განზრახვას ემსახურება - მოუაროს და გააბედნიეროს შვილიშვილი. ამისთვის ყველაფერს გააკეთებს, რაც სწორად მიაჩნია.
თუ სამსახურში გასვლას აპირებთ და შვილს ბებიას უტოვებთ, უნდა იფიქროთ იმაზეც, თუ როგორ „აუნაზღაუროთ“ ის მას ძალისხმევა და დრო, რომელსაც ბავშვს მოახმარს.
მაშინაც კი, თუ ბებია უკვე პენსიაზეა და შვილიშვილების აღზრდა მისი მთელი ცხოვრების ოცნებაა, ბავშვის მოვლა მაინც უზარმაზარი შრომაა.
ზოგჯერ ბებოს დახმარების საფასური არც ისე მარტივია. ეს მაშინ, როცა ბებო ოჯახში მთავარი აღმზრდელის როლს მოირგებს, ბავშვებზე სრულ კონტროლს ამყარებს და მშობლებსაც მიუთითებს რა და როგორ აკეთონ. ბევრი მშობელს ასეთი საზღაურის გაღებას ურჩევნია, ისევ ძიძის ფული გადაიხადოს.
თუ ბებია სამსახურს ანებებს თავს შვილის ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, ამით ის კარგავს შემოსავალს, ჩვეულ ცხოვრების წესს და დამოუკიდებელი ადამიანის სტატუსს. ეს მსხვეპრლი აუცილებლად უნდა დააფასოთ მატერიალურად. აუცილებელი არ არის, ამას ხელფასი დაარქვათ. უბრალოდ, გარკვეული პერიოდულობით თანხა აჩუქეთ „ყოველი შემთხვევისთვის“ და "გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის".
ჩვენს კულტურაში არ არის მიღებული ჩვეულებრივი ანაზღაურების შეთავაზება შვილიშვილთან „ძიძად მუშაობისთვის“.
ჩვენი ტრადიციის თანახმად, ბებიებს არ ქირაობენ, მათ დახმარებას სთხოვენ.
და მათ, თავის მხრივ, უფლება აქვთ მადლიერების იმედი ჰქონდეთ . ასე რომ, ბებიასთან ვალში ყოფნა მაინც მოგიწევთ და ზემოხსენებული საფასური შეიძლება ძალიან მაღალი იყოს.
სამაგიეროდ, ამ ვარიანტის აშკარა უპირატესობებიდან შეიძლება დავასახელოთ ის ფაქტი, რომ ბავშვი იზრდება საყვარელი ადამიანის მეთვალყურეობის ქვეშ და უფრო დიდ სიყვარულს იღებს. გარდა ამისა, თქვენ არ უნდა ნერვიულობთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა არაკეთილსინდისიერება, და ქურდობაც კი.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბებომ დაიცვას მშობლების ძირითადი აღმზრდელობითი პრინციპები. თუმცა თუ ბებია ზოგიერთ უმნიშვნელო მომენტში ისე არ იქცევა, როგორც დედა, ეს კარგიცაა. მიეცით ბავშვს უფროსებთან ურთიერთობის განსხვავებული გამოცდილება.