სკოლაში სწავლება 11 წლის განმავლობაში გრძელდება და მოსწავლეს ნამდვილად აქვს დრო, რომ განათლება მიიღოს. თუმცა თავიდანვე კარგი სტარტის აღებას შეუძლია ბევრი რამ განსაზღვროს ბავშვის შემდგომ აკადემიურ წარმატებაში.
როგორ დავეხმაროთ მომავალ პირველკლასელს სახლში და რაში უნდა ვავარჯიშოთ? რა უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები სჭირდება მას სკოლაში წარმატების მისაღწევად და როგორ უნდა განუვითაროს ისინი სწორად?
ნებაყოფლობითი ყურადღება არის კონცენტრირების უნარი იმაზე, რაც ახლა არ არის ძალიან საინტერესო. ის იწყებს ფორმირებას არა უადრეს 6-7 წლისა. ასე რომ, აზრი არ აქვს 3-4 წლის ბავშვისგან მოითხოვოთ კონცენტრირება რაღაც საჭირო, მაგრამ მოსაწყენ საკითხზე.
თუმცა, ბავშვმა დროთა განმავლობაში კონცენტრაცია უნდა ისწავლოს. ამისათვის კი მნიშვნელოვანია დაიცვას რამდენიმე წესი. უპირველეს ყოვლისა, ასწავლეთ ბავშვს, რომ არ მიატოვოს დაწყებული საქმე, შეეცადოს, ბოლომდე მიიყვანოს იგი. მაგალითად, თამაშის შემდეგ მილაგოს სათამაშოები. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა არ დათმოს თავისი აქტივობა მაშინვე, როგორც კი მობეზრდება, არამედ ცოტა მეტი დრო დაუთმოს მას. მეორეც, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს დრო მივცეთ თვითგართობისთვის.
ექვსი წლის ასაკამდე ბავშვებს შეიძლება მცირე დავალებებიც მივცეთ, რათა ნებაყოფლობითი ყურადღებია განივითარონ. ამ დროს ძალიან სასარგებლოა ისეთი საბავშვო თავსატეხების ამოხსნა, რომლებიც დაკვირვებას მოითხოვს. მაგალითად, გაიარონ ლაბირინთში ან წერტილების შეერთებით დახატონ. ასეთ დავალებები ბევრია საბავშვო ჟურნალებში, მაგალითად, „საბავშვო კარუსელში“, რომელიც 72-გვერდიანი, ილუსტრირებული გამოცემაა. ყველა ნომერში საჩუქრად 100 სტიკერია, რომელიც ასევე ჟურნალში მოცემულ სახალისო დავალებებში უნდა ჩააკრან. ჟურნალი სწორედ სასწავლო უნარებისა და ფანტაზიის განვითარებას ემსახურება, რადგან ბავშვი ეჩვევა ფურცელზე მოცემული დავალების აღქმას და მის შესრულებას.
მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გაგება ლოგიკის დასაწყისია. ლოგიკური აზროვნების განვითარების მთავარი გზა შვილთან საუბარია. წიგნის ან ჟურნალის კითხვისას განიხილეთ, რა მოხდა და რატომ, დარწმუნდით, რომ ბავშვს ესმის ამბის ლოგიკა. იგივე შეიძლება გაკეთდეს ფილმების/მულტფილმების ყურებისას და დღის განმავლობაში მომხდარი მოვლენების განხილვისას. გარდა ამისა, არსებობს მრავალი საბავაშვო დავალება, სადაც ბავშვმა სურათების მიხედვით ამბავი უნდა წარმოიდგინონ და გადმოსცენ. შეგიძლიათ ერთად ამაზეც იმსჯელოთ.
მეტყველების განვითარება სიტყვათა მარაგს, წინადადებების აგების და თხრობის უნარს მოითხოვს. მეტყველება მხოლოდ საუბრით და კითხვით ვითარდება. აუხსენით თქვენს პატარას უცნობი სიტყვები, წაახალისეთ, გამოხატოს თავისი აზრი და გაუგებარი ფაქტებისთვის საკუთარი ახსნა-განმარტება სცადოს.
მეხსიერების გასავითარებლად, ასწავლეთ ლექსები, გადახედეთ ადრინდელ ფოტოებს და სთხოვეთ გაიხსენეთ, რა ხდებოდა მოგზაურობის დროს. ასევე ბევრი თამაშია ყურადღებისა და მეხსიერების გასავითარებლად. მაგალითად, „საბავშვო კარუსელში“ ასეთი ტიპის დავალებაცაა: ერთ გვერდზე რამდენიმე დახატულ საგანი აჩვენებთ. შემდეგ გადაფურცლავთ მომდევნო გვერდზე, სადაც ერთი საგანი შეცვლილი, ან ადგილშეცვლილია. ბავშვი უნდა მიხვდეს, რა შეიცვალა ნახატზე.
ეს სავარჯიშო ასეც შეგიძლიათ შეასრულოთ: 7-დან 10-მდე ნივთი დააწყვეთ და სთხოვეთ ბავშვს დაიმახსოვროს ისინი და შემდეგ დახუჭოს თვალები. შემდეგ ერთი საგანი დამალეთ ან ჩაანაცვლეთ. ბავშვის ამოცანაა დაასახელოს დაკარგული ნივთი. ასევე კარგად მუშაობს თამაში,, სადაც ყველა სიტყვებს იძახის წრეში. ყოველი მომდევნო მოთამაშე კი იმეორებს ყველა სიტყვას, რაც მის წინამორბედებმა თქვა.
ამაში მასწავლებლის მოსმენისა და მისი დავალებების შესრულების უნარი იგულისხმება. მასწავლებლის დავალებაში შეიძლება რამდენიმე აქტივობა იყოს. როგორც წესი, ასეთი უნარი ყალიბდება ყოველდღიურ ცხოვრებაში, როცა ბავშვს სთხოვ, რომ ზედიზედ ორი-სამი რამ გააკეთოს.
წვრილი მოტორული უნარები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ წერისთვის, არამედ ზოგადად ტვინის განვითარებისთვის. ხატვა, გაფერადება, ხაზებზე ფანქრის გაყოლება, რაც მრავლად არის მოცემული ჟურნალ „საბავშვო კარუსელში“. ასევე ძერწვა, ქარგვა, ქსოვა და კერვაც კი - ეს ყველაფერი ავარჯიშებს ხელს და ამზადებს წერისთვის.
პირველ კლასამდე ბავშვს კარგად უნდა ესმოდეს, რა არის სკოლა და რა მოხდება იქ. და, რა თქმა უნდა, სწავლის სურვილი უნდა ჰქონდეს.
ბავშვები ბუნებით ცნობისმოყვარეები არიან, მათ უნდათ ყველაფერი იცოდნენ და ყველაფერი გაიგონ. თუ ამაში მხარს დაუჭერთ და წაახალისებთ, მაშინ ისინი იდეალურად მზად იქნებიან სკოლისთვის.