5 წლის ნინი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ბავშვს დაბადებიდან მხედველობის პრობლემები აქვს, სჭირდება სპეციალური მედიკამენტები და უწყვეტი მკურნალობა, რასაც ოჯახი ვეღარ ახერხებს. ნინის დედა, ეთო ბარამიძე ამბობს:
"ნინი 8-თვიანი დაიბადა და ინკუბატორში იწვა. 24 საათის განმავლობაში იქ შუქი თვალებში ანათებდა და ექიმი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, პრობლემები ამას გამოეწვია. ერთი ოპერაცია უკვე გავუკეთეთ. კონტროლზე დაგვყავს. თვის ბოლოს კიდევ უნდა მივიყვანოთ. არ ვიცით, მეორე ოპერაცია დასჭირდება, თუ არა. ახლა ნინის მედიკამენტები და ექიმთან მდგომარეობის კონტროლი სჭირდება, რასაც ვეღარ ვახერხებთ. დაბადების შემდეგ სიარულიც უჭირდა, მენჯ-ბარძაყის ამოვარდნა ჰქონდა. ამისთვისაც ოპერაცია დასჭირდა. რაჭაში ვცხოვრობთ, ბავშვს დაბადებიდან ვმკურნალობთ, სამი შვილი მყავს და ყველა რესურსი ამოვწურეთ. გამგეობა და მერია ოპერაციების დროს ერთჯერადად დაგვეხმარა, მაგრამ მას შემდეგ ბავშვს მკურნალობა სჭირდება და ვეღარ ვახერხებთ."
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შემდეგ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ:
#დანიშნულება ნინი
თიბისი ბანკი: #GE15TB7679445061100108
ლიბერთი #GE11LB0711192526466000
მიმღები: ემზარი ბარამიძე
საქართველოს ბანკი: #GE25BG0000000162579635
მიმღები: მარიამ ვაჩეიშვილი
საზღვარგარეთიდან ჩარიცხვა შეგიძლიათ ფეიფალით: https://www.paypal.me/emzarbaramidze1968