წლისა და 6 თვის ფილიპე ღუბიანური ტყუპის ცალია, რომელსაც ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების გამო საზოგადოების დახმარება სჭირდება.
ფშაველი ბიჭუნა რვა თვის წინ სეფსისის დიაგნოზით მოხვდა კლინიკაში, სადაც სეპტიკური შოკი განუვითარდა და კომაში ჩავარდა.
მისი ოჯახის წევრის, ია ბასილაურის თქმით, საქართველოში ვერ მოხერხდა შესაბამის მკურნალობის ჩატარება და კომაში ჩავარდნიდან 5 თვის შემდეგ საჭირო სტამბოლში, ქოჩის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
"მარცხენა დაზიანებული თირკმელი ამოუღეს, რომელიც ინფექციის წყარო იყო. 6 თვის თავზე ბავშვმა კომიდან გამოსვლა დაიწყო, ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში დამხმარე ვენტილაციაზე იმყოფება. ოჯახს ყველა ფინანსური რესურსი ამოეწურა, რეანიმაციის ყოველდღიური გადასახადი 2500 დოლარს შეადგენს. კლინიკის დავალიანებისა და მკურნალობის გასაგრძელებლად კი 100 ათასი დოლარია საჭირო" - ამბობს ბასიალური.
ექიმების შეფასებით ფილიპეს აპარატიდან მოხსნას შესაბამისი მკურნალობით და რეაბილიტაციით, რამდენიმე თვე დასჭირდება . დახმარების მსურველებს შეგიძლიათ თანხა მითითებულ ანგარიშის ნომერზე ჩარიცხოთ
მაია ღუბიანური პნ/ 08001002020.
ლიბერთი ბანკი:#GE29LB0711105166899140
საქართველოს ბანკი: #GE44BG0000000553273953
თიბისი ბანკი:#GE85TB7657545068100045