მსოფლიოს ულამაზესი ტოპ-მოდელი, 40 წლის მირანდა კერი მეოთხე შვილს ელოდება მილიარდერი ქმრისგან - "ისევ ბიჭია..." - მშობლები

მსოფლიოს ულამაზესი ტოპ-მოდელი, 40 წლის მირანდა კერი მეოთხე შვილს ელოდება მილიარდერი ქმრისგან - "ისევ ბიჭია..."

2023-09-02 23:29:49+04:00

ცნობილი ტოპ-მოდელი მირანდა კერი მეოთხე შვილს ელოდება. 40 წლის კერმა ეს ამბავი სოციალურ ქსელში გაამხილა და ბავშვის სქესიც გაასაჯაროა. თაყვანისმცემლები მას და მის ქმარს - მილიარდერ ევან შპიგელს ახალ ამბავს ულოცავენ.

ავსტრალიელმა მოდელმა ახალი ფოტოები გამოაქვეყნა შემდეგი ტექსტით: "ბედნიერი ვარ გამცნოთ ნომერ მეოთხე ბავშვზე. და ის ბიჭია!"

mir-1693722574.jpg

მირანდა ყოველთვის ოცნებობდა დიდ ოჯახზე და ადრე თქვა, რომ კიდევ გეგმავდა ერთ შვილს. "ძალიან მომწონს დედობა და ყოველთვის მინდოდა სამი ბიჭი. ბედნიერი ვარ, რომ მყავს სამი ჯანმრთელი ვაჟი. ვგრძნობ, რომ მზად ვარ ახალი ბავშვებისთვის, ასე რომ, ვნახოთ", - აღნიშნა ჯერ კიდევ 2019 წელს, როცა მესამე შვილი გააჩინა.

მირანდას ორი საერთო ვაჟი ჰყავს შპიგელთან და უფროს ვაჟი ცნობილ მსახიობთან, ორლნდო ბლუმთან ქორწინებიდან.

orlando-story-img-647-080515055528-1693722717.jpg
მირანდა და ორლანდო

წყვილმა დაშორების შემდეგ თბილი ურთიერთობები შეინარჩუნა. ევანი კი მირანდამ 2014 წელს გაიცნო ელიტურ ღონისძიებაზე, სამი წელი მეგობრობდნენ, 2017 წელს კი იქორწინეს.

miranda-kerr-met-gala-2022-01-1693722861.jpg
ევანი და მირანდა

kerrr-1693722913.jpgmiranda-kerr-womens-hospital-visit-03-1693722913.jpgthumb2-miranda-kerr-australian-supermodel-portrait-white-dress-photoshoot-1693722913.jpg

1200x0-1693722913.jpg