მომღერალ მაკა ზამბახიძის შვილიშვილი მიქაელი უკვე ორი წლისაა. ამ დღესთან დაკავშირებით მაკამ ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად ფოტოსესია მოაწყო და პატარა მიქაელს სოციალურ ქსელში მიულოცა დაბადების დღე:
"დღეს ჩემი სიცოცხლე ბიჭის დღეა. ჩემი ქოქოსი ბაია. ჩემი კოსმოსი. მასთან ერთად ბედნიერების მწვერვალზე ავდივარ და მერე ვხდება მისი ტოლი და სწორი. მინდა იყოს კეთილი, მოსიყვარულე, ღიმილა ბიჭი და ამისთვის არ ვიშურებ ძალას და ენერგიას! მადლობა ჩემს შვილს, რომ მიქაელი მაჩუქა. 2 წლის," - წერს მაკა.
შვილს სოციალურ ქსელში ასევე ულოცავს სალომე ჩიტაძე:
"დღეს ჩემი სიყვარულის დაბადების დღეა. ამ დღეს ორი წლის წინ მეც მიქაელთან ერთად დავიბადე. ბევრს არაფერს დავწერ, უბრალოდ მინდა, მსოფლიომ იცოდეს როგორ მიყვარხარ, დე. ჩემი ახდენილი ოცნება ხარ. ჩემი უკანასკნელი პირველი სიყვარული ხარ. გილოცავ შენს დღეს".