თბილისის მერიაში დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისის მერია სტუდენტთა დაფინანსების ფარგლებში, 6 სექტემბრიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღებას იწყებს. დაფინანსების მისაღებად სტუდენტებმა თბილისის მერიაში შესაბამისი დოკუმენტები 30 ნოემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ. განცხადებების შეტანა ასევე შესაძლებელია თბილისის რაიონული გამგეობების სერვისცენტრებში, ან ონლაინ. თბილისის მერის თქმით, ინფორმაცია ვრცლად უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერია ყოველწლიურად სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სწავლის დაფინანსების პროგრამას ახორციელებს. აღნიშნული პროგრამით სარგებლობენ ის სტუდენტები, რომლებიც ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე არიან რეგისტრირებულნი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ, სოციალური მომსახურების სააგენტოს "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" იმყოფებიან და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 150 000-ის.
წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის გამოყოფილი თანხა გაიცემა სემესტრულად, სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ.
დაფინანსების მოცულობა ერთ სტუდენტზე სემესტრში შეადგენს არაუმეტეს 1125 ლარს, წლიურად - არაუმეტეს 2250 ლარს.
სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტებისათვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის საფასურის გადახდა (დახმარება, ერთჯერადი გასაცემელი), ხორციელდება წინა სემესტრში მიღებული შეფასებების და აკადემიური ქულების საშუალო არითმეტიკულის შესაბამისად, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს 2250 (ორიათას ორას ორმოცდაათი) ლარის, ხოლო ერთი სემესტრის განმავლობაში არაუმეტეს 1125 (ათას ას ოცდახუთი) ლარით. კერძოდ:
90-ზე მეტი - 100 ქულის ჩათვლით - სემესტრული თანხის არაუმეტეს 100% (1 125 ლარი ) იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" არის 150 000-ის ტოლი ან ნაკლები.
70-ზე მეტი - 90 ქულის ჩათვლით - სემესტრული თანხის არაუმეტეს 100% (1 125 ლარი) იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" არ აღემატება 70 000-ს, ხოლო სემესტრული თანხის არაუმეტეს 70% ( 787.50 ლარი) იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" არის 70 000-ზე მეტი და 150 000-ზე ნაკლები ან 150 000-ის ტოლი.
ტოლია ან ნაკლებია 70 ქულაზე - სემესტრული თანხის არაუმეტეს 50% (562.50 ლარი) იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" ტოლია ან ნაკლებია 150 000 -ის.
პირველი სემესტრის სტუდენტები იღებენ სემესტრული თანხის არაუმეტეს 50%-იან დაფინანსებას.
სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს და თან უნდა ერვოდეს შემდეგი დოკუმენტები:
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში განცხადება არ განიხილება.
გარდა ამისა, თბილისის მერიას წარჩინებული მაგისტრანტების ფინანსური წახალისების პროგრამაც აქვს.
სტიპენდია შეიძლება გაიცეს იმ სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
სემესტრულად გასაცემი ფინანსური წახალისება შეადგენს 562,5 (ხუთას სამოცდაორი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარს (დარიცხული). სტუდენტის პირად ანგარიშსზე ჩარიცხვის შემთხვევაში 450 (ოთხას ორმაცდაათი) ლარს.
სტიპენდია/ფინანსური წახალსიება გაიცემა სემესტრულად სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ, სალექციო კურსის წინა სემესტრის ქულების გათვალისწინებით. დამამთავრებელი სემესტრის აკადემიური მოსწრების მაჩვენებლის საფუძველზე პროგრამის ფარგლებში სტიპენდია არ გაიცემა.
სტიპენდიის მიღებისთვის სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
სტიპენდიანტს სტიპენდია გადაერიცხება მის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშის ნომერზე ან განცხადებაში მითითების (მოთხოვნის) შემთხვევაში უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტებზე სწავლის საფასურის დაფარვის მიზნით.
ფინანსური წახალისების/სტიპენდიის გაცემის წესი სრულად შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე:
დამატებითი ინფორმაციისათვის კი, მიმართეთ თბილისის მერიას ნომერზე: 2 72 22 22
თამარ იაკობაშვილი