ძილის დარღვევას აუცილებლად მოჰყვება ფსიქიკური აშლილობები და ნერვული აგზნებადობა, გაღიზიანება, დაღლილობა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა თანამედროვე ბავშვებს სულ უფრო მეტად აწუხებთ უძილობა და ჩაძინების პრობლემა აქვს. ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი კი მობილური ტელეფონები, კომპიუტერი და ტელევიზორია.
ექიმების აზრით, საშუალო სტატისტიკურ მოზარდს 8-დან 10 საათამდე ძილი სჭირდება ღამით. ბევრი მშობლისთვის ცნობილია, რომ ბავშვებს არ უყვართ ადრე დაწოლა და ცდილობენ დრო რაც შეიძლება გაახანგრძლივონ. თუმცა ბოლო წლებში ეს ტენდენცია კიდევ უფრო საშიში გახდა. თუ ადრე მოზარდებს საბნის ქვეშ წიგნებისა და კომიქსების კითხვა უყვარდათ, ახლა პლანშეტებისა და მობილური ტელეფონების ტყვეობაში არიან, ღამეც ვერ აცილებენ თავს სოციალურ ქსელსა და თამაშებს. ეს ყველაფერი კი ჯერ თვალებზე მოქმედებს, მერე კი ტვინსა და ნერვულ სისტემაზე. კიდევ უფრო უარესი მდგომარეობაა, თუ ბავშვს ნებას რთავენ, ძილის დროსაც ახლოს ჰქონდეს მობილური ტელეფონი.
მოზარდების სულ უფრო დიდ ნაწილს აქვს ძილის დარღვევა, პირდაპირ დაკავშირებული აღნიშნულ პრობლემასთან. ძილის დარღვევას კი აუცილებლად მოჰყვება ფსიქიკური აშლილობები და ნერვული აგზნებადობა, გაღიზიანება, დაღლილობა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, რომელიც სიმსუქნით ან მეტისმეტი სიგამხდრით გამოიხატება. ზოგიერთი მოზარდი ისე ექცევა ტექნიკის ტყვეობაში, საერთოდაც ვერ იძინებს და თანამედროვე ვამპირად იქცევა. მაგალითად, ბრიტანეთში ეს უკვე იმდენად სერიოზული პრობლემაა, კომისიები იქმნება მედიკოსებისა და მშობლებისგან დაკომპლექტებული და სერიოზულად მსჯელობენ იმაზე, თუ რა უშველონ ბავშვებს.
ერთადერთი რჩევა კვლავაც ის არის, რომ აუცილებლად შეუზღუდოთ მოზარდს პლანშეტსა და სხვა ამგვარ მოწყობილობასთან გატარებული დრო, ეცადოთ, ღამის საათებში მაქსიმალურად ნაკლებად დაიტვირთოს თავი სოციალური ქსელებითა და თამაშებით და აუცილებლად დროულად დაიძინოს, ოღონდ, ისე, რომ გამორთოს ყველანაირი ტექნიკა და დატოვოს სხვა ოთახში – არა იქ, სადაც სძინავს.
სხვათა შორის, ეს უკანასკნელი რჩევა არც უფროსებს აწყენთ – მეცნიერები და მედიკოსები ერთხმად გვირჩევენ, არ დავიძინოთ მობილურებთან და სმარტფონებთან ერთად, არ დავიდოთ თავქვეშ თუ გვერდით მდგარ ტუმბოზე. ეს დამანგრევლად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე.
ასევე იხილეთ: რომელ ასაკში როგორი მობილური ტელეფონი უნდა ჰქონდეს ბავშვს?