ზოგჯერ ადამიანთან საუბარი და ურთიერთობა მის განათლებასა და ინტელექტზე ძალიან დიდ ინფორმაციას გვაძლევს. მაღალი ინტელექტი კი შესანიშნავი საჩუქარია, რომელიც გვეხმარება, რომ თავდაჯერებულად ვიცხოვროთ და ადვილად დავამყაროთ ურთიერთობები. ფსიქოლოგებმა შეადგინეთ ფრაზათა სია, რომლებსაც მაღალი ინტელექტისა და შეგნების მქონე ადამიანები ხშირად ამბობენ:
შეცდომების აღიარების უნარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა. მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებს საკუთარი თავის განსჯა შეუძლიათ, იციან პატიების თხოვნა, როცა ეს საჭიროა და სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე. ამიტომ, მათთვის იმის თქმა, რომ რაღაც შეეშალათ, ან არ გამოუვიდათ, პრობლემას არ წარმოადგენს. მთელი ძალით ცდილობენ, გამოსწორებას და სასურველი შედეგის მიღებას.
ადამიანები ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არ იღებენ და ამბობენ, რომ მოსაფიქრებლად დრო სჭირდებათ. მათ ურჩევნიათ, უფრო მეტი დრო დახარჯონ და სიღრმისეულად ჩასწვდნენ საკითხებს, ვიდრე ზედაპირული გადაწყვეტილება რამდენიმე წუთში მიიღონ.
ეს ადამიანები შრომას განსაკუთრებით აფასებენ. მათ იციან, რომ ერთ დღეში მსოფლიოს ვერ დაიპყრობენ და დიდ მიზნებს ვერ მიაღწევენ, მაგრამ მზად არიან, ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რაც მართლა სურთ.
მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანმა იცის, რომ ნებისმიერ დროს, პატივი უნდა სცეს საკუთარ თავსაც და გაუფრთხილდეს სხვების გრძნობებსაც. მას ესმის, რომ არც თავადაა რობოტი და არც სხვა. ამიტომაც, შეცდომებს შემწყნარებლურად იღებს და მის გამოსწორებას რაციონალური გზებით ცდილობს.
კომპეტენტური სარკაზმი ინტელექტუალური ადამიანის ყველაზე თვალსაჩინო ნიშნად ითვლება. ხუმრობის ხელოვნების დაუფლება სულაც არ არის ადვილი და ამიტომ მათ, ვინც ახერხებს, რომ კომიკური გამონათქვამებით ადამიანებში ცვლილებები გამოიწვიონ და რეალურად იმოქმედონ მათ ცნობიერებაზე, შემოქმედებითი გონება აქვთ და შეუძლიათ, ცხოვრებაში ყველა საკითხი არასტანდარტული გზებით გადაჭრან.
მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები შესანიშნავი მსმენელები არიან. შესაძლოა, ხშირად აღნიშნული საკითხის მიმართ მოსაუბრეზე მეტი რამ იცოდნენ, მაგრამ არასდროს აძლევენ თავს უფლებას, საუბარში ჩაეჩარონ და არ დაასრულებინონ. ეს ხალხი საკუთარ განვითარებაზე, მუდმივ სწავლასა და ახალი ჰორიზონტების აღმოჩენაზეა ორიენტირებული. ბევრი რამ აინტერესებთ, ამიტომ საინტერესო ადამიანებსაც უფრო დიდი ყურადღებით უსმენენ და თანაც, აქვთ მოსმენის კულტურა.