ტელეწამყვანი, ბლოგერი და ორი მოსწავლის დედა გვანცა დარასელია: „სკოლაში ლამაზ რვეულებზე ვოცნებობდი, კარგია, რომ ჩვენს ბავშვებს უკვე სულ სხვა ოცნებები აქვთ“ - მშობლები

ტელეწამყვანი, ბლოგერი და ორი მოსწავლის დედა გვანცა დარასელია: „სკოლაში ლამაზ რვეულებზე ვოცნებობდი, კარგია, რომ ჩვენს ბავშვებს უკვე სულ სხვა ოცნებები აქვთ“

2023-09-08 10:38:41+04:00

სულ მალე საქართველოს სკოლებში პირველი ზარი დაირეკება. მშობლებისთვის ესაა მღელვარების და ორგანიზებულობის, ზოგჯერ კი პრაქტიკულობის მომენტი: შვილისთვის უნდა შეავსონ საუკეთესო ზურგჩანთა ულამაზესი რვეულებით, ფანქრებით და ყველაზე საჭირო გაჯეტებით. ყველა ასაკის სკოლის მოსწავლისთვის ესაა დრო განახლების, რომელიც დაეხმარება მათ სწავლაში და ხაზს გაუსვამს მათ ინდივიდუალობას.

გვანცა დარასელიას ოჯახისთვის სექტემბრის დასაწყისი დედის დაბადების დღის (1 სექტემბერი) აღნიშვნას ემთხვევა. პოპულარული ტელეწამყვანი აღიარებს - სასიამოვნო სასკოლო სამზადისი მისთვის ბავშვობიდან ასოცირდება დღესასწაულის განცდასთან: მას ჰქონდა როგორც სასკოლო ახალი ნივთები, ასევე დაბადების დღის საჩუქრებიც. სკოლისადმი ამ სიყვარულს ახლა მისი ორი შვილიც იზიარებს. ამიტომ, გვანცამ მოგვიყვა როგორ ემზადებოდა სკოლისთვის თვითონ, და როგორ ამზადებს ახლა თავის ორ შვილს.

- თქვენს ბავშვობაში როგორი იყო სამზადისი სასწავლო წლისთვის?

- ჩემს ბავშვობაში სკოლისთვის მზადება განსაკუთრებული პროცესი იყო. სკოლის პირველი სასწავლო დღისთვის აუცილებლად ვყიდულობდით სასკოლო ჩანთას, ახალ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს. ახალი ნივთები ძალიან მიხაროდა, მშობლებთან ერთად ვარჩევდი და ვცდილობდი ბევრი ფული არ დამეხარჯა, რადგან რთული წლები იყო. მახსოვს, როგორ ვოცნებობდი მუსიკალურ პლეიერზე, მაგრამ ოჯახს ამის საშუალება არ ჰქონდა. და უცებ, წარმოუდგენელი იღბალი - ლატარიაში წითელი პლეიერი მოვიგე. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე იყო, როცა ის სკოლაში მივიტანე და შესვენების დროს მუსიკას კასეტაზე ვუსმენდი. ძალიან ემოციური იყო. ახლა კი ბავშვებს აქვთ iPhone და AirPods, რომელთა გამოყენება შესაძლებელია როგორც მშობლებთან დასაკავშირებლად, ვიდეოების საყურებლად ან სასიამოვნო მუსიკის მოსასმენად, ასევე სწვლის პროცესშიც. ადრე ამას ვერც წარმოვიდგენდით.

2-1694155433.jpg

- რომელ სასკოლო ნივთზე ოცნებობდით ბავშვობაში? და რაზე ოცნებობენ ახლა თქვენი შვილები?

- ყველაზე მეტად მიყვარდა ლამაზი რვეულები, სურნელოვანი კალმები და წიგნების ორიგინალური ყდები. ჩემი სკოლის წლებში ეს ოცნების პიკი იყო, მაშინ არ არსებობდა აქსესუარებისა და გაჯეტების ისეთი არჩევანი, რომელიც ახლა ჩემს შვილებს სწავლას უადვილებს.

- რა არის უფრო ამაღელვებელი: სკოლისთვის მზადება თუ ბავშვების გამოწყობა ახლა?

- ახლა ჩემი შვილებისთვის სკოლის რეჟიმს ვადგენ. ვცდილობ დროულად დავაძინო ისინი, სწორად გამოვყო დრო სწავლისთვის, შევუქმნა სწავლის მოტივაცია. მიყვარს, როცა ბავშვებს სკოლის შემდეგ ვხვდები, როცა დღის მნიშვნელოვან ამბებს მიყვებიან. გარდა ამისა, ყოველთვის თან აქვთ ტელეფონი, რომ საჭიროების შემთხვევაში დავუკავშირდე. მე თვითონ დიდი ხანია ვიყენებ ჩემი ბლოგის საქმიანობაში iPhone-ს. ჩემი შვილებიც შეჩვეულები არიან Apple-ს ტექნიკას და მოსწონთ ის.

- გახსოვთ, ბავშვობაში ვინ გინდოდათ გამოსულიყავით?

- ყოველთვის მინდოდა ჟურნალისტობა, სკოლის ასაკიდან ვიცოდი, რომ მინდოდა ტელევიზიაში მუშაობა, მინდოდა გავმხდარიყავი ცნობილი. პროფესიაზე სხვა ოცნება არ მქონდა. და ასეც მოხდა. ჩემს შვილებსაც ამას ვასწავლი: იოცნებეთ თამამად, იყავით საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული, მათ ახლა უამრავი შესაძლებლობა აქვთ და მიხარია, რომ მათთვის იმაზე მეტის მიცემა შემიძლია, ვიდრე მე მქონდა ბავშვობაში.

ჯერ კიდევ ათი წლის წინ ჩვენი განათლების სისტემა გაცილებით კონსერვატიული იყო. ახლა კი თანამედროვე ტექნოლოგია ხელს უწყობს კონსპექტებისა და ჩანიშვნების სისტემის გაუმჯობესებას, დისტანციურად სწავლის პროცესს და თუნდაც „დაფასთან პასუხის გაცემას“, საშინაო დავალების შესრულებას რამდენიმე დაწკაპუნებით და ახლობლებთან კონტაქტის შენარჩუნებას, მათ შორის iPhone-ის და სპეციალური საოჯახო აპლიკაციების წყალობით. ამგვარად, ტექნოლოგია გახდა შეუცვლელი ინსტრუმენტი მოსწავლეებისთვის. ამიტომ, სასიხარულოა, რომ სასკოლო მარათონისთვის შესაძლებელია კარგი ფასების და ბონუსები პოვნა Apple-ის სასწავლო მოწყობილობებზე და თუნდაც მათ ორიგინალურ აქსესუარებზე.

ჩვენ კი ამ პოპულარული ბრენდის პროდუქტების მაგალითის გამოყენებით, შევარჩიეთ მიზეზები, თუ რაში გამოადგება თანამედროვე სკოლის მოსწავლეს გაჯეტები და როგორ გამოიყენონ ისინი რაც შეიძლება პროდუქტიულად:

3-1694155578.jpg

  1. ვწერთ კონსპექტებს, რომლებიც ნამდვილად არ დაიკარგება. აღარაა ის დრო, როცა ჩანიშვნებს კალმით ქაღალდზე იწერდნენ. iPad და Apple Pencil, აადვილებს და სწრაფს ხდის ჩანიშვნების გაკეთებას, წერას და რთული დიაგრამებისა და ნახატების შექმნას. ამრიგად, iPad ხდება ტილო, როგორც შემოქმედებითი ადამიანის სწავლებისთვის, ასევე ორგანიზებული ტექნიკური ტვინის მქონე მოსწავლეებისთვის. სხვათა შორის, ჩვეულებრივ უკვე დაინსტალირებულ პროგრამებს შორის (როგორიცაა "Notes" და "Voice Recorder") შეგიძლიათ იპოვოთ უცნობი, მაგრამ ძალიან სასარგებლო. ასე, ფუნქცია „Speak Screen“ ნებისმიერ სახელმძღვანელოს/კონსპექტს აქცევს აუდიოწიგნად, გავლილი მასალის კომფორტული განმეორებისთვის.
  2. ვქმნით სასწავლო სივრცეს და ციფრულ მერხს - ნებისმიერ ადგილზე. დღესდღეობით არავის გააკვირვებთ დისტანციური მეცადინეობით, დამატებითი გაკვეთილებითა და წრეებით. თუ iPad პლანშეტები პორტატიული და უნივერსალურია, MacBook-ს პროდუქტიულობა ახალ სიმაღლეებზე აჰყავს. ის დიდი ხნის განმავლობაში ძლებს დატენის გარეშე, და შეუძლია შეფერხების გარეშე ერთდროულად რამდენიმე პროგრამაში მუშაობა. კომპაქტურ Magic Mouse-თან ერთად კი, ესაა სუპერ-კომბო სწავლისთვის, რომელიც ყოველთვის შენთანაა. ესეების წერიდან პრეზენტაციების და ვიდეოების შექმნამდე - MacBook გეხმარება შექმნა კომფორტული სამუშაო გარემო მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერ მაგიდაზე.
  3. ვსწავლობთ სრული დატვირთვით. ნაყოფიერი სწავლისთვის საჭიროა საგანზე კონცენტრირების სწავლა. და სწორედ ამაში გამოგვადგება AirPods. ეს ელეგანტური უკაბელო ყურსასმენები მცირე ადგილს იკავებს პენალში და მკაფიო ხმის დახმარებით ხელს უწყობს გააზრებას, შედეგად კი, დამახსოვრებას, თუ ფოკუსირებაა საჭირო.
  4. ჩვენ ვმართავთ დროს და ჩვენს კეთილდღეობას. სწავლის დრო - ასევე ზრდის დროა, ორგანიზმის ზრდისა და მასზე ზრუნვის დროა. Apple Watch SE2 შესანიშნავი დამხმარეა ამოცანებისა და თავისუფალი დროის დასაბალანსებლად. დამოუკიდებლად ან მშობლებთან ერთად შესაძლებელია კალენდრის და შეხსენებების გამართვა ისე, რომ შესაძლებელი იყოს დროის გადანაწილება ყველაფრისთვის, მათ შორის დასვენებისთვის, მეგობრებთან შეხვედრებისთვის და სპორტისთვის. სხვათა შორის, ფიზიკური დატვირთვისთვის გამოდგება ფიტნესისა და ჯანმრთელობის ფუნქციები, რაც პატარა ასაკიდანვე ჩაუნერგავს მოსწავლეს საკუთარ მდგომარეობაზე ზრუნვის სასარგებლო ჩვევას.

მეცნიერებმა შეიმუშავეს ფორმულა, რომ მსოფლიოში ყოველი ადამიანი, პატარა თუ დიდი, დღეში 6,2 ათასზე მეტ მოსაზრებას ფიქრობს. ერთ-ერთი კი შეიძლება მართლაც გენიალური იყოს. იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენმა შვილმა ისწავლოს და ეძიოს საკუთარი თავი ინოვაციური ინსტრუმენტების დახმარებით. სექტემბრის შუა რიცხვებამდე კი, სასარგებლო შენაძენს სასიამოვნო ფასად მიიღებთ. ყველაფერი ეს იმისთვის, რომ ჩვენი მომავალი თაობა ფოკუსირებული იყოს საკუთარ აზრებსა და ოცნებებზე, ხოლო მათი იდეების გიგაბაიტებს - შეინახავს სწორი ტექნიკა.

თუ თქვენ, ისევე როგორც გვანცა დარასელიას ოჯახი, აირჩევთ Apple-ის პროდუქციას, მაშინ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ბრენდმა ოფიციალურ გადამყიდველებთან ერთად (iSpace, Alta, Elit Electonics, Kontakt Home, iTechnics, iStore) სპეციალური შეთავაზება მოამზადა თქვენთვის. ამრიგად, 17 სექტემბრამდე MacBook Air M1-ის შეძენა 650 ლარამდე შეღავათითაა შესაძლებელი, iPad 9-ს კი განსაკუთრებულ ფასში შეიძენთ - 999 ლარიდან. ასევე, სექტემბრის ბოლომდე ყველას აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს დამატებით 40%-მდე ფასდაკლებით Apple Pencil-სა და Magic Mouse-ზე.

4-1694155751.jpg

R