სულ მალე საქართველოს სკოლებში პირველი ზარი დაირეკება. მშობლებისთვის ესაა მღელვარების და ორგანიზებულობის, ზოგჯერ კი პრაქტიკულობის მომენტი: შვილისთვის უნდა შეავსონ საუკეთესო ზურგჩანთა ულამაზესი რვეულებით, ფანქრებით და ყველაზე საჭირო გაჯეტებით. ყველა ასაკის სკოლის მოსწავლისთვის ესაა დრო განახლების, რომელიც დაეხმარება მათ სწავლაში და ხაზს გაუსვამს მათ ინდივიდუალობას.
გვანცა დარასელიას ოჯახისთვის სექტემბრის დასაწყისი დედის დაბადების დღის (1 სექტემბერი) აღნიშვნას ემთხვევა. პოპულარული ტელეწამყვანი აღიარებს - სასიამოვნო სასკოლო სამზადისი მისთვის ბავშვობიდან ასოცირდება დღესასწაულის განცდასთან: მას ჰქონდა როგორც სასკოლო ახალი ნივთები, ასევე დაბადების დღის საჩუქრებიც. სკოლისადმი ამ სიყვარულს ახლა მისი ორი შვილიც იზიარებს. ამიტომ, გვანცამ მოგვიყვა როგორ ემზადებოდა სკოლისთვის თვითონ, და როგორ ამზადებს ახლა თავის ორ შვილს.
- ჩემს ბავშვობაში სკოლისთვის მზადება განსაკუთრებული პროცესი იყო. სკოლის პირველი სასწავლო დღისთვის აუცილებლად ვყიდულობდით სასკოლო ჩანთას, ახალ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს. ახალი ნივთები ძალიან მიხაროდა, მშობლებთან ერთად ვარჩევდი და ვცდილობდი ბევრი ფული არ დამეხარჯა, რადგან რთული წლები იყო. მახსოვს, როგორ ვოცნებობდი მუსიკალურ პლეიერზე, მაგრამ ოჯახს ამის საშუალება არ ჰქონდა. და უცებ, წარმოუდგენელი იღბალი - ლატარიაში წითელი პლეიერი მოვიგე. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე იყო, როცა ის სკოლაში მივიტანე და შესვენების დროს მუსიკას კასეტაზე ვუსმენდი. ძალიან ემოციური იყო. ახლა კი ბავშვებს აქვთ iPhone და AirPods, რომელთა გამოყენება შესაძლებელია როგორც მშობლებთან დასაკავშირებლად, ვიდეოების საყურებლად ან სასიამოვნო მუსიკის მოსასმენად, ასევე სწვლის პროცესშიც. ადრე ამას ვერც წარმოვიდგენდით.
- ყველაზე მეტად მიყვარდა ლამაზი რვეულები, სურნელოვანი კალმები და წიგნების ორიგინალური ყდები. ჩემი სკოლის წლებში ეს ოცნების პიკი იყო, მაშინ არ არსებობდა აქსესუარებისა და გაჯეტების ისეთი არჩევანი, რომელიც ახლა ჩემს შვილებს სწავლას უადვილებს.
- ახლა ჩემი შვილებისთვის სკოლის რეჟიმს ვადგენ. ვცდილობ დროულად დავაძინო ისინი, სწორად გამოვყო დრო სწავლისთვის, შევუქმნა სწავლის მოტივაცია. მიყვარს, როცა ბავშვებს სკოლის შემდეგ ვხვდები, როცა დღის მნიშვნელოვან ამბებს მიყვებიან. გარდა ამისა, ყოველთვის თან აქვთ ტელეფონი, რომ საჭიროების შემთხვევაში დავუკავშირდე. მე თვითონ დიდი ხანია ვიყენებ ჩემი ბლოგის საქმიანობაში iPhone-ს. ჩემი შვილებიც შეჩვეულები არიან Apple-ს ტექნიკას და მოსწონთ ის.
- ყოველთვის მინდოდა ჟურნალისტობა, სკოლის ასაკიდან ვიცოდი, რომ მინდოდა ტელევიზიაში მუშაობა, მინდოდა გავმხდარიყავი ცნობილი. პროფესიაზე სხვა ოცნება არ მქონდა. და ასეც მოხდა. ჩემს შვილებსაც ამას ვასწავლი: იოცნებეთ თამამად, იყავით საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული, მათ ახლა უამრავი შესაძლებლობა აქვთ და მიხარია, რომ მათთვის იმაზე მეტის მიცემა შემიძლია, ვიდრე მე მქონდა ბავშვობაში.
ჯერ კიდევ ათი წლის წინ ჩვენი განათლების სისტემა გაცილებით კონსერვატიული იყო. ახლა კი თანამედროვე ტექნოლოგია ხელს უწყობს კონსპექტებისა და ჩანიშვნების სისტემის გაუმჯობესებას, დისტანციურად სწავლის პროცესს და თუნდაც „დაფასთან პასუხის გაცემას“, საშინაო დავალების შესრულებას რამდენიმე დაწკაპუნებით და ახლობლებთან კონტაქტის შენარჩუნებას, მათ შორის iPhone-ის და სპეციალური საოჯახო აპლიკაციების წყალობით. ამგვარად, ტექნოლოგია გახდა შეუცვლელი ინსტრუმენტი მოსწავლეებისთვის. ამიტომ, სასიხარულოა, რომ სასკოლო მარათონისთვის შესაძლებელია კარგი ფასების და ბონუსები პოვნა Apple-ის სასწავლო მოწყობილობებზე და თუნდაც მათ ორიგინალურ აქსესუარებზე.
ჩვენ კი ამ პოპულარული ბრენდის პროდუქტების მაგალითის გამოყენებით, შევარჩიეთ მიზეზები, თუ რაში გამოადგება თანამედროვე სკოლის მოსწავლეს გაჯეტები და როგორ გამოიყენონ ისინი რაც შეიძლება პროდუქტიულად:
მეცნიერებმა შეიმუშავეს ფორმულა, რომ მსოფლიოში ყოველი ადამიანი, პატარა თუ დიდი, დღეში 6,2 ათასზე მეტ მოსაზრებას ფიქრობს. ერთ-ერთი კი შეიძლება მართლაც გენიალური იყოს. იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენმა შვილმა ისწავლოს და ეძიოს საკუთარი თავი ინოვაციური ინსტრუმენტების დახმარებით. სექტემბრის შუა რიცხვებამდე კი, სასარგებლო შენაძენს სასიამოვნო ფასად მიიღებთ. ყველაფერი ეს იმისთვის, რომ ჩვენი მომავალი თაობა ფოკუსირებული იყოს საკუთარ აზრებსა და ოცნებებზე, ხოლო მათი იდეების გიგაბაიტებს - შეინახავს სწორი ტექნიკა.
თუ თქვენ, ისევე როგორც გვანცა დარასელიას ოჯახი, აირჩევთ Apple-ის პროდუქციას, მაშინ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ბრენდმა ოფიციალურ გადამყიდველებთან ერთად (iSpace, Alta, Elit Electonics, Kontakt Home, iTechnics, iStore) სპეციალური შეთავაზება მოამზადა თქვენთვის. ამრიგად, 17 სექტემბრამდე MacBook Air M1-ის შეძენა 650 ლარამდე შეღავათითაა შესაძლებელი, iPad 9-ს კი განსაკუთრებულ ფასში შეიძენთ - 999 ლარიდან. ასევე, სექტემბრის ბოლომდე ყველას აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს დამატებით 40%-მდე ფასდაკლებით Apple Pencil-სა და Magic Mouse-ზე.
R