„დიაბეტური განათლების არქონა ისევე საშიშია,
როგორც ინსულინის უკმარისობა“
ელიოტ პროქტორ ჯოსლინი
1922 წელი
თსსუ-ს გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ენდოკრინოლოგიური სამსახურის უფროსი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ეკატერინა ფაცაცია.
სტატიის სპონსორია: კორეული წარმოების ქეარსენსის გლუკომეტრი და ჩხირები
ძვირფასო მკითხველო, თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს გაქვთ შაქრიანი დიაბიეტი აუცილებელია რეგულარული ფიზიკური ვარჯიშის დაწყებამდე დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს და გაიროთ კონსულტაცია.
ფიზიკური აქტივობის დროს შაქრიანი დიაბეტის მქონე პირმა უნდა დაიცვას გარკვეული წესები.
გახსოვდეთ, მსუბუქი და ზომიერი ფიზიკური დატვირთვა აძლიერებს ინსულინის მოქმედებას, ამცირებს სისხლში შაქრის დონეც, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია (შაქრის დაბალი მაჩვენებელი 3,3 მმოლ/ლ ქვევით). მსუბუქი ან ზომიერი ინტესივობის ფიზიკური დატვირთვა (აერობული ვარჯიშები) არ იწვევს სტრესს და სისხლში შაქრის დონე სავარაუდოდ მცირდება. ეს ეფექტი აღინიშნება, თუ სისხლში შაქარი არის 15 მმოლ/ლ-მდე. მაგრამ თუ ამ მაჩვენებელზე მაღალია, მაშინ შაქრის დონე სისხლში პირიქით მოიმატებს და გაჩნდება აცეტონი.
მაღალი ინტენსივობის ფიზიკური დატვირთვა (ანაერობული ვარჯიში) და სტრესი იწვევს შაქრის მომატებას ვარჯიშის დროს და დასრულებიდან 2 საათის შემდეგაც. ეს კი ხელს უწყობს აცეტონის გაჩენას.
შესაბამისად, აუცილებელია:
უნდა გაითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ვარჯიში უნდა დაიწყოთ მსუბუქი დატვირთვით და ინტენსივობის თანდათანობით მომატებით. პირველ ეტაპზე ვარჯიში რეკომენდებულია მინიმუმ 30 წუთი დღეში, დაუშვებელია ძლიერი ფიზიკური დატვირთვა. ეს არა მარტო აუმჯობესებს შაქრის მაჩვენებელს, არამედ ამცირებს ინსულინორეზისტენტობას.
ვისაც ინსულინი შეჰყავს შპრიც-კალმისტრებით უნდა დარწმუნდეს, რომ ხანმოკლე მოქმედების ინსულინის ბოლო ინექციიდან გასულია არანაკლებ 2 საათი. ჰიპოგლიკემიის განვითრების რისკი მატულობს თუ ინსტენსიური ფიზიკური დატვირთვა იწყება დაუყოვნებლივ ინსულინის ინექციის შემდეგ.
მათ, ვინც იმყოფება ინსულინის ტუმბოზე ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშის დაწყებამდე და მის შემდეგ, შესაძლოა დასჭირდეთ ბაზალური ინსულინის დოზის შემცირება.
ვარჯიშის დაწყებამდე უნდა შემოწმდეს შაქრის დონე სისხლში, რამეთუ შემდგომი ქმედებები ამაზეა დამოკიდებული:
მსუბუქი ფიზიკური დატვირთვისას, თუ:
საშუალო და მძიმე ფიზიკურ დატვირთვისას, თუ:
გახსოვდეთ, ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვისას (ხანგრძლივობა 1-2 საათზე მეტი) ასევე საჭიროა ინსულინის დოზის კორექცია!
ძვირფასო მკითხველებო, გახსოვდეთ, ძლიერი ფიზიკური დატვირთვისას ყოველ ერთ საათში დაიმატეთ 1-2 პურის ერთეული, ვარჯიშის შემდეგ კი განსაზღვრეთ შაქრის დონე სისხლში!
იმისათვის, რომ თავი დაიცვათ მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდგომი ჰიპოგლიკემიისაგან, მოგვიანებით (12-24 საათის განმავლობაში), უნდა მიიღოთ დამატებით ნახშირწყლებით მდიდარი საკვები (მაკარონი, კარტოფილი, ბრინჯი).
შეგახსენებთ, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 მქონე პაციენტების უმრავლესობა ყოველდღიური მენიუს დაგეგმვისა და შერჩევისას იყენებს პურის ერთეულების სისტემას (პ.ე.), ანუ ნებისმიერი საკვები გამოისახება პურის ერთეულში. 1 პურის ერთეული ეწოდება ნებისმიერი პროდუქტის იმ რაოდენობას, რომელიც შეიცავს 10-12 გრამ ნახშირწყლას. შესაბამისად, ფიზიკური აქტივობის დროს გაცემულ რეკომენდაციებში ნახსენები დამატებით მისაღები საკვები გამოსახულია პურის ერთეულებით.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, კომპენსირებული დიაბეტის დროს (თუ შაქრის მაჩვენელები არის 4,4 მმოლ/ლ - 10 მმოლ/ლ ფარგლებში) ვარჯიში იწვევს სისხლში შაქრის დონის შემცირებას, თუმცა არასაკმარისად კომპენსირებული დიაბეტის (თუ შაქრიას დონე 13 მმოლ/ლ და ზევითა) დროს ფიზიკური აქტივობა პირიქით, გამოიწვევს შაქრის მატებას. ამ შემთხვევაში მომუშავე კუნთებს სჭირდებათ ენერგია და სიგნალი იგზავნება ღვიძლში, რომელიც გადმოისვრის დიდი რაოდენობით გლუკოზას. ეს უფრო დაამძიმებს მდგომარეობას და გააღრმავებს დიაბეტის დეკომპენსაციას კეტოაციდოზის განვითრების რისკს. ამიტომ თუ ფიზიკური დატვირთვის შემდეგ აღინიშნება სისხლში შაქრის დონის მატება დაუკავშირდით თქვენს ექიმს და გაარჩიეთ ეს მდგომარეობა.
არ იჩქაროთ ინსულინის დოზის კორექცია, შეამოწმე სისხლში შაქარი ფიზიკური დატვირთვიდან 1-2 საათის შემდეგ! უმჯობესია ინსულინის დოზის კორეგირება მოხდეს მაშინ, როდესაც წინა ინექციის შემდეგ ხანმოკლე მოქმედების ინსულინის მოქმედების ვადა დასრულდება.
განსაკუთრებით ყურადღებით იყავით საღამოს საათებში ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. თუ შაქრის დონე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ >13 მმოლ/ლ-ზე, შეამოწმე აცეტონი.
თუ აცეტონზე რეაქცია დადებითია? მაშინ უნდა მოხდეს ინსულინის დოზის კორექცია, აუცილებლად დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლების მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კითხვაა - შეიძლება თუ არა ფიზიკური აქტივობა? ხშირია როდესაც ოჯახი იკეტება შინ, მშობელს ეშინია და აკონტროლებს ბავშვის ყოველ ნაბიჯს, განსაკუთრებითი შიში აქვს სპორტის მიმართ.
დიაბეტიან ბავშვს, ისევე როგორც ყველას ესაჭიროება ფიზიკური აქტივობა და მან აუცილებლად უნდა იაროს სპორტის გაკვეთილებზე თავის მეგობრებთან ერთად. ხშირია შემთხვევები როდესაც ბავშვებს დიაბეტის გამო არ იღებენ სხვადასხვა სპორტულ სექციებში - ფეხბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ცურვა და ა.შ. ეს არის მწვრთნელის არასწორი ქმედება, რაც დიაბეტის თავისებურების არ ცოდნითაა გამოწვეული.
მწვრთნელი ან ბავშვის თანმხლები პირი უნდა დააკვირდეს ბავშვის მდგომარეობას სპორტული დატვირთვის დროს. იმ შემთხვევაში თუ მწვრთნელს არა აქვს დიაბეტიან ბავშვთან მუშაობის გამოცდილება, აუცილებელია, ვარჯიშის დროს, მცირე ასაკის ბავშვს თან ახლდეს პირი, რომელიც გაუწევს პირველ დახმარებას ჰიპოგლიკემიის დროს (ბავშვის თანმხლებ პირს თან უნდა ჰქონდეს წვენი, გლუკოზის აბები და ა.შ.), რათა დროულად მოახდინოს ამ მდგომარეობის კუპირება.
ძვირფასო მშობლებო, უნდა იცოდეთ და გაითვალისწინოთ ზემოთ ჩამოთვლილი წესები ფიზიკური დატვირთვის დროს. სპორტზე უარის თქმის მიზეზი, ხშირად გამოცდილების და ცოდნის არარსებობით არის გამოწვეული. ამ დროს ბავშვი არამარტო ფიზიკურად განუვითარებელი რჩება, არამედ უყალიბდება არასრულფასოვნების კომპლექსი. ასე რომ, ჩვენო ძვირფასო მკითხველო, შაქრიანი დიაბეტი მქონე ბავშვებს მიეცით ველოსიპედის ტარების, თხილამურებით სრიალის, როლიკებით სეირნობის უფლება. ისწავლეთ თქვენ და ასწავლეთ ბავშვს თუ როგორ მართონ დიაბეტი ფიზიკური ატივობისას.
გართულებების არ არსებობის შემთხვევაში დიაბეტიანი მოზარდი შეიძლება ნებისმიერი სპორტით დაკავდეს: ველოსპორტი, სირბილი, ჩოგბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი. ჰიპოგლიკემიის განვითარების საშიშროების გამო არ არის რეკომენდებული წყალქვეშა სპორტი, პარაშუტით ხტომა, მთასვლელობა. ასევე, უნდა შეიზღუდოს ცურვა შორ მანძილზე. არა არის რეკომენდებული ძალოსნობაც, რეტინოპათიის განვითარების მაღალი რისკის გამო. თუმცა თუ ბავშვს ექნება ცოდნა, გლიკემიის მუდმივი მონიტორირების საშუალება, მშობლის და ექიმის მხარდაჭერა ის უფრო ძლიერი და თავდაჯერებული იქნბება, ადვილად გაუმკლავდება იმ მცირედ ცვლილებებს რომელიც, შესაძლო განვითარდეს ფიზიკური დატვირთვის დროს.
ჩვენო ძვირფასო მკითხველო, უფრო რომ დაგარწმუნუთ ჩვენი სიტყვების სისწორეში მოგიყვანთ რამოდენიმე სპორტსმენის მაგალითს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ტიპი 1 დიაბეტი აქვთ, იკეთებენ ინსულინების ყოველდღიური ინექციებს, წარმატებას მიაღწიეს სპორტის სხვადასხვა სახეობაში. მათ შორის არიან: შოტლანდიელი ფეხბურთელი სკოტ ალლანი, ირლანდიელი ველომრბოლერი სტეფან კლანსი; ამერიკელი მოცურავე გარი ჰალლ ჯუნიორი, ამერიკელი ჩოგბურთელი ბილი ჟინ კინგი, ინგლისელი მორაგბე ჰენრი სლეიდი, მორბენალი მილანი სტეფენსონი და მრავალი სხვა.
ამგვარად, ცნობილი გერმანელი ექიმის მ. ბერგერის სიტყვებით: „დიაბეტი დაავადება კი არა, ცხოვრების განსაკუთრებული წესია. დიაბეტით ავადმყოფობა იგივეა, რაც მანქანის მართვა ინტენსიური მოძრაობის პირობებში, მაგრამ უნდა იცოდე მოძრაობის წესები“.
თსსუ-ს გ. ჟვანიას სახელობის
პედიატრიის აკადემიური კლინიკის
ენდოკრინოლოგიური სამსახურის უფროსი,
მედიცინის აკადემიური დოქტორი
ეკატერინა ფაცაცია
R