ულამაზესი მსახიობი ლივ ტაილერი ბოლო წლებში კინოსა და წითელ ხალიჩებზე უფრო ხშირად, სკვერებსა და მაღაზიებში ჩნდება თავის შვილებთან ერთად. ლივი სამი შვილის დედაა და ხშირად ამბობს, რომ დედობა დიდ ბედნიერებას ანიჭებს.
ლივს სეილორი და ლულა ჰყავს სპორტული აგენტის დეივ გარდნერისგან ჰყავს. მაილო კი ყოფილ ქმართან, მუსიკოს როისტონ ლენდგონთან ქორწინებისას შეეძინა.
სწორედ ლულა გახდა ინტერნეტვარსკვლავი. ლივის ქალიშვილის ფოტოებს ხან ლივის ბავშვობისას ადარებენ, ხან ლივის მშობლებს ამსგავსებენ - სტივენ ტაილერსა და მის ყოფილ მეუღლეს.
ფაქტია, პატარა ლულას მშვენიერი გარეგნობა აქვს და ცნობილი ოჯახი ჰყავს, ასე რომ, თუ მოინდომებს, შოუბიზნესში გზა ხსნილი ექნება.