ჩვეულებრივ, სარძევე კბილების შეცვლა მუდმივი კბილებით 6-8 წლის ასაკიდან უნდა დაიწყოს და 12-13 წლისთვის დასრულდეს. ჩანაცვლება ნელ-ნელა ხდება: მუდმივი კბილის ჩანასახი სარძევის ზემოთ მდებარეობს. როდესაც ის იზრდება,სარძევე კბილის ფესვებს აწვება, რითაც სარძევის ფესვის ნადგურდება (რეზორბცია). ეს პროცესი მიდის მანამ, სანამ მხოლოდ გვირგვინი არ დარჩება. შემდეგ ამოვარდება და მის ადგილას მუდმივი კბილი ამოდის.
არსებობს მუდმივი კბილების ამოსვლის სტანდარტული თანმიმდევრობა. მაგრამ ეს საშუალო მაჩვენებლებია, ზოგჯერ დრო შეიძლება მცირედ განსხვავდებოდეს.
ითვლება, რომ თუ სარძევე კბილები 5 წლამდე ამოვარდება, ეს კბილის ადრეული დაკარგვაა. მაგრამ ყველაფერი ინდივიდუალურია. რეალური მიზეზის დასადგენად საჭიროა სტომატოლოგის კონსულტაცია.
ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს შორისაა:
როდესაც სარძევე კბილი ამოღებულია, მეზობელი კბილი ადგილს იცვლის და როდესაც მუდმივი კბილების ამოსვლის დრო დადგება, მათ საკმარისი ადგილი არ ექნებათ. აქედან გამომდინარე, ისინი მრუდედ (არათანაბრად) წამოვლენ, აუარესებენ მეზობელი კბილების მდგომარეობას, რამაც შეიძლება თანკბილვის დარღვევა გამოიწვიოს.
ამ სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, ბავშვის სარძევე კბილის ამოვარდნისთანავე უნდა მიმართოთ ორთოდონტს. ის გირჩევთ სწორი კბილების შენარჩინების საუკეთესო გზას. დაკარგული დანაყოფების ჩასანაცვლებლად მოხსნადი და ფიქსირებული ფირფიტები გამოიყენება.