საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს არსებული დავალიანება გაუნულდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
გადაწყვეტილება 30 000-მდე სტუდენტს შეეხება.
დავალიანების ჯამური მოცულობა კი, საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 40 მილიონამდე ლარია.
"ჩემი გადაწყვეტილებით, ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ 30 000-მდე სტუდენტს არსებული დავალიანებები გაუნულდებათ!" - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა.