ახალი სასწავლო წელი დღეს დაიწყო და სოციალური ქსელი აჭრელდა სკოლაში მიმავალი პატარების ფოტოებით. სალომე ბაკურაძემ, რუსა ჩაჩუამ, თაკო ტაბატაძემ პირველ კლასში გააცილეს შვილები, ლევან ჯავახიშვილის და ჟურნალისტ მარიამ ოშხნელის გოგონა მესამე კლასში წავიდა, სოფო ჯაფარიძის ბიჭმა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის სკოლაში გააგრძელა სწავლა, თათია შარანგიას ენდრიუც გაემართა სკოლისკენ და კომედი შოუს მსახიობი ციაკო ფიფიას ბიჭიც.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ვაჟიც პირველკლასელია. როგორც მისი მეუღლე მაკა ჩიჩუა წერს, თემო დუშეთის სკოლაში შეიყვანეს.
"ქ. დუშეთის ვაჟა ფშაველას სახელობის ნომერ პირველი სკოლის, პირველი კლასის მოსწავლე თემო მარგველაშვილი".
თეკლა ჟვანია