ბავშვები ხშირად ამბობენ უარს ორ ძალიან სასარგებლო პრდუქტზე - სტაფილოსა და ხაჭოზე ბავშვები ხშირად ამბობენ უარს ორ ძალიან სასარგებლო პრდუქტზე - სტაფილოსა და ხაჭოზე. თუ ეს პრობლემა თქვენც გაქვთ, ნამდვილად დაგაინტერესებთ ეს რეცეპტები. მოამზადეთ ჩემპიონის საუზმე, რომელზედაც ბავშვი უარს არ გეტყვით.
ხაჭოს ნამცხვარი პატარა ტვინიკოსისთვის
თქვენი პატარა ამ საუზმისგან კალცს, ვიტამინებს და ამინომჟავებს მიიღებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი დღისთვის ენერგიის მარაგი ექნება.
დაგჭირდებათ:
ხაჭო 200 გრ.
იოგურტი ან არაჟანი 2 ს.კ.
მანის ფხვნილი1,5 ჭიქა
შაქარი 1 ს.კ.
მწიკვი მარილი
მომზადება: ხაჭო საცერში გაატარეთ. შეურიეთ იოგურტი. დაამატეთ მანი, შაქარი და მარილი. დადგით 10-15 წუთით. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთით.
სტაფილო ჩემპიონისთვის
ეს პროდუქტიც როგორმე უნდა შეაპაროთ. აი, შესაფერისი რეცეპტიც.
დაგჭირდებათ:
ფქვილი 200 გრ.
შაქარი 175 გრ.
კვერცხი 2 ცალი
ანანასი კონსერვირებული 75 გრ.
სოდა 1 ჩ.კ.
თხილი 75 გრ.
სტაფილო 2 ცალი საშუალო ზომის
ზეითუნის ზეთი 150 მლ.
მომზადება: ფქვილში შეურიეთ სოდა, კვერცხი და ზეთი. კარგად აურიეთ. გახეხეთ სტაფილო, ანანასი კუბებად დაჭერით. შეურიეთ მასას. გააკეთეთ პატარ-პატარა გუნდები, ან ნებისმიერი ფორმის კვერები. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით.