ნუკი კოშკელიშვილი და მისი ამერიკელი მეუღლე ბენი ქორწინების 8 წლისთავს აღნიშნავენ და ერთმანეთს სოციალურ ქსელშიც ულოცავენ.
“პროსტაა” რა გაუმართლა ბენს. 8 წელი ჩემთან... საქართველოს მოქალაქეობა და ჩემი გაუთავებელი სიშიშვლე სოციალურ ქსელში... მეტი რა უნდა უნდოდეს ადამიანს...
ვხუმრობ, გამიმართლა მე!! რომ მიძლებს... ისე რამდენს გეგონათ, რომ დავიშლებოდით მალე? მართალია ზოგჯერ ჩავბარგებულვარ, მაგრამ ასე ყველა ოჯახში ხდება, არავინ მოგატყუოთ და გითხრათ, რომ სულ ჩაის სვამენ და არ ჩხუბობენ. მთავარია, არასდროს დაიძინოთ ნაჩხუბრებმა... ჩვენ დღეს 8 წელი შეგვისრულდა, რაც ცოლ-ქმარი ვართ… და მგონი კიდევ 28-ს გავქაჩავთ და მერე ვნახოთ. მიყვარხარ, ბიჭოოო", - წერს ნუკი.
"გილოცავ იუბილეს, ჩემო სიყვარულო. 8 წელი. ყოველდღე უფრო მეტად მიყვარხარ. შენ არაფერი შეგედრება. დღესაც არ მჯერა, რომ გაგვიმართლა და ასე შევხვდით ერთმანეთს. სამუდამოდ მიყვარხარ", - წერს ბენი.