ტრაგედია დატრიალდა წუხელ, თბილისში. დოლიძის ქუჩაზე მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი შვილების თვალწინ მოკლა. შემთხვევა, დაახლოებით, ღამის 12:00 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობის დროს ბინაში, სიდედრის, ყოფილი მეუღლისა და შვილების გარდა კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა. დანაშაული ტაბელური იარაღით არის ჩადენილი. მომხდარის შემდეგ მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა და ის ამჟამად ხეჩინაშვილის კლინიკაში, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული პირი გურამ ქადეიშვილია. ის შსს-ში წლების განმავლობაში მუშაობდა - გლდანი-ნაძალადევის განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი იყო, წოდებით ოფიცერი. განაგრძეთ კითხვა