მომღერალმა ტატო გოდერძიშვილმა, რომელსაც საქართველოში ძალიან ბევრი იცნობს და ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, ყაზახეთის "ვოისში" გამოსცადა საკუთარი ძალები და დიდი წარმატებითაც. გია მაჭარაშვილის სიმღერით „ზაფხულის წვიმაში" მან ყაზახეთის „ვოისის” ოთხივე მწვრთნელი შემოატრიალა და შოუს მონაწილე გახდა.