ეფექტური რეცხვისთვის დღეს ხელმისაწვდომია ბევრი საშუალება, რომლის შემქმნელებიც ლაქის ამოყვანას, ფერის შენარჩუნებას, იდეალურ სითეთრესა თუ სასიამოვნო სურნელს გვპირდებიან და ზოგიერთი მათგანი ამ ჩამონათვალს მართლაც ამართლებს.
მიუხედავად ამისა, მაინც გამოწვევას წარმოადგენს ისეთი პროდუქტის შერჩევა, რომლითაც მივიღებთ იდეალურ შედეგს და დარწმუნებულები ვიქნებით, რომ ჩვენს ტანსაცმელზე და შემდეგ ორგანიზმში მავნე ქიმიური ნივთიერებები არ ხვდება. გერმანულმა ბრენდმა Dr. Beckmann-მა მომხმარებლების ამ გამოწვევებისა და ცხოვრების აჩქარებული წესის გათვალისწინებით შექმნა სრულიად ინოვაციური პროდუქტი - სარეცხი ფურცლები, რომელიც ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე იძლევა იდეალურ შედეგს და გამოსაყენებლად უმარტივესია.
როგორც მას შემქმნელებმა უწოდეს - „ჯადოსნური ფურცლები“, რომლის ორი ხაზი: ფერადი ტანსაცმლისთვის და უნივერსალური სარეცხი საშუალება, გამოიყენება თითქმის ყველანაირი ტიპის ქსოვილის გასარეცხად, როგორც ბამბის, ისე ქაშმირის, ვისკოზის, პოლიესტერისა თუ სხვა მატერიებისთვის, გარდა აბრეშუმისა და შალისა.
გამოყენების ინსტრუქცია შემდეგია: სარეცხი მანქანის ბარაბანში მოათავსეთ ჯერ ტანსაცმელი, შემდეგ ერთი ფურცელი; დახურეთ მანქანის კარი და ჩართეთ რეცხვის საჭირო რეჟიმზე. ფურცელი სრულად იშლება ერთ წუთში და ეფექტურად ამოჰყავს ჭუჭყი ქსოვილიდან. რაც მთავარია, პროდუქტი არ შეიცავს მავნე ქიმიურ ნივთიერებებს, მიკროპლასტმასს და კონსერვანტებს, თავად შეფუთვა კი 100% ბიოდეგრადირებადია.
აღსანიშნავია, რომ ბევრი სტანდარტული საშუალებებისგან განსხვავებით, გერმანული ბრენდის Dr. Beckmann-ის ტანსაცმლის სარეცხი ფურცლები შეიცავს ენზიმებს, რომლებიც მარტივად შლის ჩამჯდარ ჭუჭყს და საშუალებას იძლევა, მივაღწიოთ მაქსიმალურ სისუფთავეს, რაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია. ასევე, პროდუქტი არის ვეგანური რაც დამატებით დისკომფორტის შექმნას გამორიცხავს.
Dr. Beckmann-ის სარეცხი ფურცლების გამოყენების წესის შესახებ მომზადებული ვიდეო იხილეთ ბმულზე. https://www.facebook.com/107880245422788/videos/956234612369099
R