ნიუ-იორკის შტატის პოლიციამ 9 წლის დაკარგული გოგონა, შარლოტა სენა იპოვა. ბავშვი კვირას მეგობრებთან ერთად ველოსიპედით სეირნობისას დაიკარგა. გამტაცებლის იდენტიფიცირება პოლიციამ იმ თითის ანაბეჭდის საშუალებით მოახერხა, რომელიც გამოსასყიდის მოთხოვნის ბარათზე დარჩა.
გაუჩინარებიდან ორი დღის განმავლობაში შარლოტას არა მხოლოდ პოლიცია და ახლობლები, არამედ ასობით მოხალისე ეძებდა. საქმე წინ წავიდა, როდესაც შარლოტას სახლის მისამართზე ბარათი გაგზავნეს, გამტაცებელი გამოსასყიდის გადახდას ითხოვდა.
როდესაც პოლიციამ ქაღალდზე დარჩენილი თითის ანაბეჭდები იპოვა, ბაზაში შეყვანის შემდეგ, ის ერთ-ერთი პიროვნების ანაბეჭდს დაემთხვა. პოლიციას ეს კაცი 1999 წელს უკვე ჰყავდა დაკავებული, საჭის ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო.
47 წლის კრეიგ ნელსონ როსი დედის სახლში იპოვეს. მან წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ მალევე დააკავეს. გოგონა კი კარადაში გამოკეტილი ნახეს. განაგრძეთ კითხვა