რამდენიმე დღის წინ გავრცელდა 14 წლის ლუკა წივილაშვილის ვიდეო, რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა. 1-წუთიან ვიდეოში ლუკა "შუშანიკის წამებაზე“ ლაპარაკობდა და ამბობდა, რომ არ აინტერესებს მე-5 საუკუნეში ვინ რა რჯული შეიცვალა, ვინ ვინ აწამა.
"რა აუცილებელი იყო, იაკობ, ამ ყველაფრის დაწერა, რომ არ დაგეწერა, რა მოგივიდოდა?“ - ამბობს ვიდეოში ლუკა.
ადამიანების უმრავლესობამ ლუკას ხუმრობა ვერ გაიგო და ვიდეო სოციალურ ქსელში კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.
"ეს ვიდეო ხუმრობით ჩავწერე და არავის ვაყენებ ამით შეურაცხყოფას. ვფიქრობ, არ იყო ამდენი ნეგატივი საჭირო, მითუმეტეს სრულწლოვანი ადამიანების მხრიდან. ხუმრობა არ უნდა გახდეს ბულინგის მიზეზი“, - ამბობს ლუკა წივილაშვილი.
ლუკა ამბობს, რომ არ ეგონა ამხელა გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა მის ხუმრობით ჩაწერილ ვიდეოს.
"შუშანიკში ისეთი სიტყვები წერია, თითქოს სხვა ენას სწავლობ. ძალიან რთულია შინაარსის გამოტანა. ერთ დღეს ვწავლობდი შუშანიკს და გადავწყვიტე პატარა ვიდეო ჩამეწერა "ტიკტოკისთვის“ განაგრძეთ კითხვა