დიდი ყვავილებით მორთული თმა, პატარა ჩანთები, მსუბუქი კაბები და მაისურები პრინტით, ერთნაირად მოდურია როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში 2014 წლის ძირითადი ტენდენციები საბავშვო კოლექციებზეც აისახა. დიდი ყვავილებით მორთული თმა, პატარა ჩანთები, მსუბუქი კაბები და მაისურები პრინტით, ერთნაირად მოდურია როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში.
გოგონების მოდა
პატარა გოგონების მოდური ტენდენციები მოზრდილთა კოლექციებს იმეორებს: ფუშფუშა ქვედატანები, მსუბუქი კაბები, პასტელური ტონები და პრინტიანი მაისურები, რომლებზეც ძირითადად გეომეტრიული ფიგურები, ვარსკვლავები და გულებია ამოპრინტული.
განსაკუთრებით პოპულარულია დენიმი, უფრო ზუსტად მისი უფრო მსუბუქი ვარიანტი. დიზაინერები გვირჩევენ, მოდას თუ გვინდა ავყვეთ, ჯინსის ქვედატანებზე გავაკეთოთ აქცენტი, ყვავილებით მოჩითული პერანგებით, კედებით და მხარზე გადადებული პატარა ჩანთით.
ბიჭების მოდა
ბიჭების მოდა ამ სეზონზე ვიწრო შარვლებზე, დამოკლებულ ჯინსებსა და თავისუფალ შორტებზე აკეთებს აქცენტს. დაპრინტული მაისურები ბიჭების მოდისთვისაც აქტუალურია, განსაკუთრებით, მოულოდნელი ნახატებით _ ცხოველების, უცნაური ფიგურების და ა.შ.
მოზარდების მოდა
ეს არც ისე მარტივი ასაკია, როცა ყველა ნორმასა და ტრადიციას უარყოფენ, სურთ გამორჩეულნი იყვნენ ბრბოსგან. მოზარდების მოდის წამყვანი ტენდენციებია მკვეთრი ფერები, მოხერხებულობა და ორიგინალურობა. გახეხილი ჯინსები, უჩვეულო ფერთა გამა, ბევრი მკვეთრი დეტალი და აქსესუარი. დიზაინერები მოზარდ გოგონებს ურჩევენ, მსუბუქი ფრიალა ჯაბები კედებს და ყვავილებიან "აბადოკებს" შეუხამონ, ბიჭებს კი - მეტად გაბედონ მკვეთრი და ნათელი ფერების გამოყენება სამოსში.