"დანიშნულები იყვნენ, მაგრამ მოიტაცა და ცოლად მოიყვანა" -  14 წლის გოგონა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მამაკაცმა მოკლა - მშობლები

"დანიშნულები იყვნენ, მაგრამ მოიტაცა და ცოლად მოიყვანა" -  14 წლის გოგონა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მამაკაცმა მოკლა

2023-10-06 19:28:24+04:00

საზარელი დანაშაული მოხდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, სადაც 14 წლის გოგონა, სავარაუდოდ, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა 27 წლის ალიმ ასლანოვ- სადიგოვმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

rusTavi 2- ის ინფორმაციით, მოკლული წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან არის.

როგორც ირკვევა, გოგონა, დაახლოებით, 2 თვეა, რაც გაათხოვეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას შვილის ქორწილი უნდა გადაეხადა.

ქმარმა კი გოგონას სწორედ ქორწილის სამზადისის დროს ესროლა. ის ადგილზე დაიღუპა...

გამოძიება დაწყებულია 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჩვენ ლამბალოში მერის წარმომადგენელს ალიხარ აბდულაევს დავუკავშირდით.

"როგორც ვიცი, დანიშნულები იყვნენ, მაგრამ 3 თვე არ იქნება, რაც გოგო მოიტაცა და ცოლად მოიყვანა, 15 დღეში ქორწილი უნდა ჰქონოდათ,

განაგრძეთ კითხვა