ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ საელჩოში ინფორმაცია არ შესულა.
ელჩის თქმით, ამ დროისთვის, ისრაელის აეროპორტი დაკეტილი არ არის და გუშინ საღამოს საქართველოს რამდენიმე მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა.
ამასთან ელჩი აცხადებს, რომ ბავშვები და პედაგოგები, რომლებიც ფესტივალზე იმყოფებოდნენ ისრაელში, უსაფრთხოდ არიან.
როგორც ლაშა ჟვანიამ განმარტა, ამ მასშტაბის ტერორისტული აქტი, რაც ახლა ისრაელში ხდება, მრავალი წლის მანძილზე არ ყოფილა.
მისი თქმით, თუ ვინმე ინფორმაციას ფლობს საქართველოს რომელიმე მოქალაქეზე, საელჩოს შეატყობინოს.
"ამ მასშტაბის ტერორისტული აქტი ქვეყანაში მრავალი წლის მანძილზე არ ყოფილა. პრაქტიკულად, ისრაელის ისტორიაში შეუძლებელია გავიხსენოთ რომელიმე ფაქტი, რომელსაც ამდენი მსხვერპლი მოჰყვა. ამ დილით, ისრაელის არმიამ პირდაპირ გამოაცხადა 25 გარდაცვლილი ახალგაზრდის სია, რომელთა საშუალო ასაკი 20 წელია. ეს ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში და მთლიანად ებრაელი ერის ცხოვრებაში უმძიმესი წელია. განაგრძეთ კითხვა