ამინდისა და კლიმატის ხშირი ცვლილება, სხვადასხვა ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციის გავრცელებასაც უწყობს ხელს. შედეგად, წელს, გაციებისა და ვირუსების სეზონი აქტიურად და ძალიან ადრე დაიწყო.
ვირუსებისგან თავდაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება მის პრევენციაზე ზრუნვაა, რისთვისაც აპრობირებული მეთოდებია იმუნიტეტის გაძლიერება, პირბადის მოხმარება და ჰიგიენური ნორმების დაცვა. თუმცა, ამას გარდა, ქვეყანაში გვაქვს ინოვაციური ფარმაცევტული პროდუქტი, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს გაციებისა და ვირუსების შეხვედრის რისკი.
„ვირუპროტექტი“ ფარმაცევტულმა კომპანია „არტფარმამ“ გერმანულ ფარმაცევტულ კომპანია „შტადასთან“ თანამშრომლობით გასულ წელს წარადგინა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მხრიდან დადებითი შეფასებები გამოჩენისთანავე დაიმსახურა. გაციების საპრევენციო სპრეი მალევე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრშიც. საქართველოში შემოსვლამდე, „ვირუპროტექტი“ უკვე სამი კონტინენტის 30-ზე მეტ ქვეყანაში იყო წარმოდგენილი სხვადსხვა სახელწოდებით და მრავალი წლის განმავლობაში მოწინავე პოზიციებს იკავებდა. დროში გამოცდილ ბრენდს ისეთი ქვეყნები იცნობენ და აღიარებენ, როგორიც არის გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და სხვა. 2022 წლის მონაცემებით, მწარმოებელ ქვეყანაში, შვედეთის სააფთიაქო ბაზარზე „ვირუპროტექტი“ მეხუთე უმსხვილესი ბრენდია გაციების კატეგორიაში და ყველაზე დიდი ბრენდი პრევენციულ კატეგორიაში.
„ვირუპროტექტის“ მთავარი უპირატესობაა ვირუსების მყისიერი დეაქტივაციის უნარია. წარმოდგენილია სპრეის ფორმით და გამოიყენება ორალურად. პირის ღრუში 2-ჯერ შესხურებით ქმნის დამცავ ბარიერს ყელში, ბლოკავს მის სიახლოვეს არსებულ ვირუსებს და 99%-მდე ამცირებს ამ ვირუსების შეღწევასა და გამრავლებას ორგანიზმში. სწორედ ამიტომ, „ვირუპროტექტის“ გამოყენება რეკომენდებულია ყველგან, სადაც ვირუსებით ინფიცირების მაღალი რისკია, მაგალითად, ნებისმიერი ხალხმრავალ სივრცეში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ მოლში, რესტორანსა თუ კლუბში.
„ვირუპროტექტის“ შესახებ ინფორმაცია საინტერესოა მშობლებისთვისაც, რადგან ვირუსები ყველაზე ხშირად ბავშვთა ასაკში გვხვდება, შესაბამისად ოჯახებში გამავრცელებლებიც ხშირად ისინი არიან. „ვირუპროტექტის“ გამოყენება დასაშვებია 4 წლის ასაკიდან. შესაბამისად, პრევენციის მიზნით, სკოლაში თუ ბაღში წასვლამდე 2-ჯერ შესხურებითა და დაბრუნებისას იგივე პროცედურის გამეორებით, შესაძლებელია შვილების მაქსიმალური დაცვა სეზონური რესპირაციული ინფქციებისაგან.
„ვირუპროტექტის ძირითადი მოქმედების მექანიზმი არის მისი შემადგენელი კომპონენტები - ტრიპსინი და გლიცერინი. რას აკეთებს თითოეული მათგანი? ეს პირველ ყოვლისა არის ვირუსის ბლოკირება, რაც ძირითადად გლიცერინის ხარჯზე ხდება, ამიტომ ვირუსი ვერ ახერხებს ლორწოვან შრეში შეღწევას, ინვაზიას და შემდგომ უკვე უჯრედშიდა პარაზიტულ მოქმედებას. რაც შეეხება ტრიპსინს, ის უზრუნველყოფს ვირუსის კედლის ელიმინაციას და ვირუსის ინაქტივაციას, რის შემდეგაც ხდება მისი ორგანიზმიდან გამოდევნა“, - „ვირუპროტექტის“ ფუნქციურ მოქმედებას ხსნის ფთიზიატრი, პულმუნოლოგი კახა ვაჭარაძე.
„ვირუპროტექტის“ სარგებელზე საუბრობს მსახიობი, ანი ბებიაც. ტელეკომპანია მთავარის, დილის გადაცემაში სტუმრობისას აღნიშნა, რომ ყველგან თან დააქვს მისი განუყრელი მეგობარი - „ვირუპროტექტი“. „განუყრელი იმიტომ, რომ ყველგან თან ვატარებ, სადაც ხალხმრავალი ადგილია. სანამ სტუდიაში შემოვიდოდი, უკვე 2-ჯერ შევისხურე და გასვლისას კიდევ ორჯერ შევისხურებ. ყველაზე კარგი ის არის, რომ შეგვიძლია ბავშვებშიც გამოვიყენოთ, 4 წლიდან. სკოლაში და ბაღში წასვლის წინ შევასხუროთ და მოსვლისას კვლავ გამოვიყენოთ. ასე მეტად ვიქნებით დაცულები ვირუსებისგან და მინიმუმამდე დავიყვანთ ინფიცირების რისკს“.
„ვირუპროტექტის“ მეორე უპირატესობა ავადობის დროს ორგანიზმზე ვირუსული დატვირთვის 90%-მდე შემცირების უნარია. მწარმოებლის ოფიციალური წყაროებისა და მტკიცებულებების მიხედვით, მისი გამოყენება გაციების ან სხვა ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების პირველივე სიმპტომებისას, ხელს უშლის ვირუსების ორგანიზმში გამრავლებას, 2-ჯერ ამცირებს ავადობის მიმდინარეობას და გართულებების რისკს, ხსნის ყელის ტკივილს, სურდოს და სხვა შემაწუხებელ ჩივილებს. შედეგად, ადამიანი გაცილებით მალე ჯანმრთელდება და უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
„ვირუპროტექტის“ სპრეი არ შეიცავს მავნე დანამატებს და უსაფრთხოა მისი გამოყენება 4 წლიდან ნებისმიერი ასაკის მქონე ადამიანისთვის, მათ შორის ქრონიკული დაავადებების მქონე პირთათვის. წარმოდგენილია მოსახერხებელი შეფუთვით, რაც მის ყველგან ტარებასა და გამოყენებას ძალიან მარტივს ხდის. ხელმისაწვდომია ყველა სააფთიაქო ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით.
R