თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე გადაცემიდან "იმედის დღე" მშობლებს მიმართავს და საუბრობს, რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანს სხვისი დაჩაგვრის სურვილმა:
- ჩვენს ქვეყანაში ზოგიერთ შემთხვევაში არის სტიგმა - მამა ამაყობს იმით, რომ მისმა შვილმა ვიღაც დაჩაგრა. ასეთ მშობლებს მინდა, აუცილებლად ვუთხრა: რომ ვაკვირდებოდით, ისეთ უბანში გავიზარდე, აღმაშენებელზე, პლეხანოვზე, 10 კაციდან 9 "ჩაცუცქული" იყო - გაქრა ეს ხალხი. ვინც ჩაგვრით საზრდოობდა, ყველა დაიღუპა. ზოგი წამალში ჩალპა, ზოგი ისევ იქ დარჩა და რომ გაივლიდი, ამბობდნენ "ლარი მომეცი". ცხოვრებამ გადათელა და გადაუარა. მშობელს უნდა ჰქონდეს განგაშის განცდა, მისი მისი შვილი სხვას ჩაგრავს. ეს ელოდება მის შვილსაც. რა თქმა უნდა, არც ერთი არაა ჯანსაღი, მაგრამ ბევრად უკეთესად მიდის ჩაგრულის ბედი, იმიტომ, რომ მას დაბრკოლება აძლიერებს. მჩაგვრელს ყველაფერი შემოეცლება.