"სცენაზე გასვლამდე ალბათ ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ატირებულ მწვრთნელს და სპონტანურ დუეტს - ნამდვილად ვერ. ესეც ჩემი გამოსვლა გერმანული ვოისის ბრმა ქასთინგზე", - წერს ქართველი მომღერალი ლიზი გოზალიშვილი, რომელიც ამჟამად გერმანიაში სწავლობს და ცხოვრობს და სწორედ იქაურ ვოისზე სცადა ძალები. მისი გამოსვლა ძალიან შთამბეჭდავი იყო, ჟიურის წევრები და დარბაზი თანაბრად მოხიბლა, მეორედაც კი შეასრულა მაიკლ ჯეკსონის ცნობილი სიმღერა ჯოვანი ზარელასთან და ისიც თქვა სცენიდან, თუ რატომ აარჩია ეს სიმღერა, ომზე, მსოფლიოსთვის აქტუალურ დროს და რომ მის ქვეყანაშიც იყო ომი და ამან მასზე დიდი კვალი დაამჩნია.
ლიზის გამოსვლა მართლაც ტრიუმფით დასრულდა და წლევანდელ მონაწილეებს შორის უდავო ფავორიტად მოიხსენიებენ.