სოციალურ ქსელში სამი ტყუპისა და მათი მამის ცეკვის ვიდეო ვრცელდება, რომელსაც ათასობით გაზიარება და გამოხმაურება აქვს. ოჯახი აჭარიდანაა. ლუკა, ნიკა და საბა აჭარის სახელმწიფო ანსამბლ „არსიანის“ მოცეკვავეები არიან.
„რომ დაიბადნენ, მხოლოდ მაშინ გავიგეთ, რომ სამივე ვაჟი იყო. მანამდე მხოლოდ ერთი ჩანდა, ბიჭი რომ იყო. ისეთ პერიოდში დაიბადნენ, როდესაც საქართველოში ძალიან გაჭირვებული წლები იყო... დამჯერი ბიჭები არიან, ზომიერად ცელქები იყვნენ. უყვართ დისციპლინა. ისე გაიზარდნენ, სულ ჩოხა ეცვათ ღონისძიებებზე. სკოლა წარჩინებით დაამთავრეს. გამოცდებზე ცოტა ეშმაკობდნენ კიდეც... მაგალითად, გამოცდაზე ერთი გავიდა სამივეს მაგივრად თურმე და მე მერე გავიგე. ჩოხას რომ ჩაიცვამენ და თმებს შეიჭრიან, მეც მიჭირს მათი გარჩევა, - ამბობს ტყუპის მამა ალეკო ხიდაშელი ჩვენი საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში.