ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია დაქორწინდა. "კვარას“ რჩეული ნიცა თავაძეა. 16 ოქტომბერს წყვილმა საქართველოში, სამთავროს მონასტერში დაიწერა ჯვარი.
წყვილს ჯვრისწერის დროს ტრადიციული სამოსი ეცვა. საღამოს, ქორწილის სუფრაზე კი, ნიცამ მეორე კაბა ჩაიცვა, ჩოხა გაიხადა ფეხბურთელმაც.
როგორც გავარკვიეთ, ნეფე-დედოფლის ჩაცმულობაზე "სამოსელმა პირველმა“ იზრუნა. მოდის სახლის დირექტორი ანა ნინუა ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ წყვილმა მათ თავად მიმართა...
ანა ნინუა, "სამოსელი პირველის" დირექტორი:
- დიახ, ჩვენ ვიზრუნეთ ნეფე-დედოფლის ჩაცმულობაზე. ნიცას ორივე კაბა ჩვენი შეკერილია და ხვიჩას ჩოხაც. რაც შეეხება ხვიჩას მეორე ჩაცმულობას, ჩვენი არ არის. ცოტა ექსტრემალურ მდგომარეობაში ვმუშაობდით. განაგრძეთ კითხვა