სამი შვილის დედა, ცნობილი ინფლუენსერი თი მაჭავარიანი რამდენიმე თვის წინ გათხოვდა და ამბობდა, რომ ბედნიერება იპოვა. უხაროდა, რომ მისმა რჩეულმა მის შვილებთანაც ბევრი საერთო იპოვა და თითქოს ყველაფერი კარგად იყო... თუმცა, დღეს გამოაცხადა, რომ ის და დავით გაფრინდაშვილი ერთად არ არიან.
არადა, ხუთი დღის წინ გახდა თი 32 წლის და სიხარულით აღნიშნა ეს დღე:
"რომ ამბობენ, 30 წლის შემდეგ იწყება ცხოვრებაო, მართალი ყოფილა.
უკვე 2 წელი გავიდა ამ ასაკიდან და მივხვდი რომ თურმე ცხოვრება ისეთი არ ყოფილა როგორიც იქამდე მეგონა.. შეხედულებებიც შემეცვალა ყველაფრის მიმართ, ისეთი აღქმაც აღარ მაქვს... შემეცვალა პრიორიტეტები, მიდგომები, საკუთარ თავზე შეხედულება და ყველაფერი რაც ქმნის თის... ერთი სიტყვით - გავიზარდე... და მომწონს, ძალიან მომწონს ასეთი შეხედულება, ცხოვრების, სამყაროსა თუ ადამიანების მიმართ...
ვსწავლობ საკუთარ თავს, სურვილებს... მეტად მომსმენი და მომთმენი ვარ თის მიმართ... და ერთი სული მაქვს უკეთ შევიცნო ის და შევიყვარო... ჰოდა სწორედ ამას ვუსურვებ ჩემს თავს", - წერდა თი თავის დაბადების დღის აღსანიშნავ პოსტში.