მოდელი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი ნუკი კოშკელიშვილი ხშირად აქვეყნებს ინსტაგრამზე სამოტივაციო ტექსტებს ქალებისთვის, დედებისთვის. ამჯერად სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც მორიგი მიმართვა დაურთო ქალების მიმართ:
"ჯერ - მკაცრი მშობლები, მერე თხოვდები და - ეჭვიანი ქმარი, მერე - ბავშვი და ქმარი აღარც ეჭვიანობს იმიტომ, რომ მუდამ დაღლილი და გათიშული ხარ... ის უკვე სხვაზე ეჭვიანობს... ანუ რა გამოდის, ქალისთვის ცხოვრება განაჩენია? არა, არა, იმიტომ არა, რომ რამე ცუდს ვხედავ ოჯახურ ცხოვრებაში. მაგრამ არჩევანის უფლება და რაც მთავარია, თავისუფლება უნდა ჰქონდეს ყველას, ქალსაც და კაცსაც. ანუ ოჯახი განაჩენი არაა?
არა, თუ გყავს გვერდში პარტნიორი, თანამეგზური, ადამიანი, რომელიც გიღებს ისეთს როგორიც ხარ, არ გიწევს ტყუილი და შელამაზება, რომ კონფლიქტს აარიდო თავი. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ იცოცხლეთ, მთელი გულით, ისუნთქეთ ღრმად! არავის მისცეთ უფლება, რამეში შეგზღუდოთ, იბრძოლეთ თქვენი ოცნებებისთვის და არ დათმოთ, არავისთვის არ დათმოთ საკუთარი თავი...
ვკვდებით ერთხელ და ვცხოვრობთ ყოველ დღე.
ვიდეოზე:
ნუკი 33 წლის
5 წლის შვილი
10-წლიან ურთიერთობაში".