სექსუალური ძალადობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. 72 წლის მამაკაცმა 14 წლის ბიჭსა და 26 წლის გოგოზე იძალადა. უმძიმესი დანაშაული თბილისთან ახლოს, ქვემო ქართლში მოხდა. დამნაშავე სარეაბილიტაციო ცენტრის მძღოლია, რომელსაც მეტყველების პრობლემის მქონე ბენეფიციარები ცენტრიდან სახლში დაყავდა. შემზარავი დანაშაული კამერებმა აღბეჭდა, რომელიც სასამართლოს ნებართვით მიკროავტობუსში დაამონტაჟეს. დამნაშავე 17 წელი ციხეში იჯდება.
სტატისტიკის მიხედვით, დაახლოებით 2-ჯერ უფრო მეტია იმის რისკი, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი გახდეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ვიდრე მათი თანატოლები. მსგავსი შემთხვევების გამოძიება რთულია. სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ხშირად არც ოჯახი უჯერებს და არც საზოგადოება.
"კურიერი P.S"-მა იმ გამომძიებლის ჩვენება მოიპოვა, რომელმაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოები შეისწავლა.
ტრანსპორტი საგამოძიებო უწყების ეზოში დგას. მოძალადე სამარშრუტო ტაქსით რეაბილიტაციის ცენტრს 7 წელი ემსახურებოდა. რა ხდებოდა წლების განმავლობაში, არავინ იცის. ბენეფიციარებს, რომლებიც მძღოლს დაჰყავდა, მეტყველების პრობლემა აქვთ. მიუხედავად ამისა, 26 წლის გოგომ შეძლო და დედას მიანიშნა, რომ კაცი უცნაურად იქცეოდა. თერაპიული ცენტრის დირექტორმა P.S-ს უამბო, როგორ გავიდა გამოძიება მოძალადის კვალზე.
დედის მოთხოვნით გამოძიება დაიწყო. მძღოლი გამოკითხვაზე დაიბარეს. მან ყველაფერი უარყო და ცენტრში მუშაობა გააგრძელა, თუმცა სასამართლოს ნებართვით სამართალდამცველებმა მძღოლის ავტომობილში ფარული კამერები დააყენეს და მის დასაკავებლად მთავარი მტკიცებულებაც შეიქმნა.
P.S-ის ინფორმაციით, კამერებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ძალადობის რამდენიმე ფაქტი დააფიქსირა. მამაკაცი დააკავეს. შემზარავი კადრები სასამართლო დარბაზში დახურულ კარს მიღმა აჩვენეს. P.S-მა იმ გამომძიებლის ჩვენება მოიპოვა, რომელმაც შშმ პირებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოები შეისწავლა. განაგრძეთ კითხვა