20 წლის რუსკა ქარქაშაძემ და 32 წლის ბიზნესმენმა ლაშა მოწონელიძეზე ივნისში იქორწინეს, სექტემბერში კი პარიზიდან ამცნეს საზოგადოებას, რომ რუსკა ორსულადაა. მას მერე რუსკა თავისუფლად აქვეყნებს ფოტოებს ფეხმძიმის სტატუსით და ამ თემაზეც საუბრობს ინსტაგრამის გამომწერებთან თუ ინტერვიუებში. თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ წინასწარ არაფერს არ გეგმავს, არც ტანსაცმელს ყიდულობს ბავშვისთვის და არც სხვა მიზნებს ისახავს. "მე და ლაშას სეთი იდგომა გვაქვს, წინასწარ არ ვგეგმავთ, ვუფრთხილდებით ემოციებს... არ ვყიდულობთ არაფერს... ყველაფერმა კარგად ჩაიაროს და მერე დავგეგმავთ. ჯერ არ გამოვხატავთ სიხარულს და ა.შ." - აღნიშნა რუსკამ რადიო იმედში ნანუკა გულუასთან სტუმრობისას. იქვე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ასწრებს ყველაფერს ერთად - თან სახლში ფუსფუსს, უნივერსიტეტში სიარულს და სხვა ტიპის აქტივობებს, და თუ როგორ უდგას გვერდით ყველაფერში მეუღლე.
ამჟამად რუსკა მეუღლესთან ერთად კვიპროსში იმყოფება და იქ ატარებს თავისუფალ დროს.