შესაძლოა გსურთ სხვას სიკეთე გაუკეთოთ, მაგრამ მადლიერების ნაცვლად მიიღოთ ზიზღი და უპატივცემულობა.
აუცილებელია სხვისი უფლებებისა და საზღვრების აღიარება და სოციალური ნორმების დაცვა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია თქვენი უფლებებისა და საზღვრების დაცვა.
თქვენ შესაძლოა გსურდეთ სხვას სიკეთე გაუკეთოთ, მაგრამ ეს თქვენს სისუსტედ აღიქვან. უნდა შეწყვიტოთ სხვების დახმარება? რა თქმა უნდა, არა, თუმცა კარგად უნდა განსაზღვროთ, რამდენად ახლო ადამიანს გაუკეთებთ სიკეთეს. არ ელოდოთ მადლიერებას, მზად იყავით ყველანაირი რეაქციისთვის. თუ ადამიანი თავისი ქცევებით გამოხატავს თქვენ მიმართ ცუდ დამოკიდებულებას, აღარ გაუკეთოთ სიკეთე.
არ შეგეშინდეთ კონფლიქტის, როცა თქვენი უფლებები ირღვევა;
შესაძლოა ბოროტად გამოიყენონ თქვენი სიკეთე.