მონიკა ბელუჩის და ვენსან კასელის უფროსი ქალიშვილი დევა რა ხანია, მოდის სამყაროში გამოჩნდა და უკვე ვარსკვლავია. გოგონა ძალიან ბევრ ჩვენებაში და ფოტოგადაღებაში მონაწილეობს, პრესტიჟული ჟურნალების გარეკანებზე ხვდება და პაპარაცების მუდმივი ყურადღების ცენტრშიცაა.
კარგა ხანს მის გვერდით მოდელი ლუკა სალანდრა იყო, თუმცა დევას ახალი მეგობარი ბიჭი ჰყავს, რომელთან ერთადაც გადაიღო ფოტოები და გამოაქვეყნა ინსტაგრამზე წარწერით: "ეს სიმართლეა"...
რაც შეეხება მის მშობლებს, ვენსანი მოდელ თინა კუნაკის დაშორდა, რომელთანაც მონიკასთან განქორწინების შემდეგ ცხოვრობდა და ამჟამად კუნაკის მსგავს ულამაზეს გოგონას ხვდება. მონიკა კი ბოლო დროს რეჟისორ ტიმ ბარტონთან ერთად ჩნდება ღონისძიებებზე, თუმცა არის თუ არა მათ შორის რომანტიკული ურთიერთობა, არ დადასტურებულა.