14 წლის მოკლული გოგონას, აითაჯ შახმანოვას დედა ეგანა მაგარამოვა, ციხიდან წერილს გზავნის. წერილი "მთავარმა არხმა" გაავრცელა. ქალი წერს, რომ ის ცდილობდა, წინააღმდეგობა გაეწია ძმისთვის, რომელსაც აითაჯის დაოჯახება ჰქონდა გადაწყვეტილი.
"მე, ეგანა მაგარამოვა ვისურვებდი, რომ ჩემი ეს წერილი წაიკითხოს ყველა იმ დედამ, ვინც შვილი დაკარგა, რადგან ასეთი ტკივილის გადამტანი დედები ჩემს უდანაშაულობას გაიგებენ. მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი იმისა, რომ ჩემს შვილს ჩემსავით მალე ექორწინა. ალაჰი არის მოწმე იმისა, რომ მე ყველანაირად ვცდილობდი გამეწია წინააღმდეგობა ჩემი ძმის, ნატიკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, აითაჯის დაოჯახებასთან დაკავშირებით.
ნატიკის ყოველთვის მეშინოდა. მაგრამ ამ შიშის მიუხედავად, აითაჯის მთხოვნელ ალიმის ოჯახთან დავაყენე პირობა, რომ აითაჯი ალიმზე მხოლოდ 18 წლის გახდომის შემდეგ გათხოვდებოდა. სამწუხაროდ, მათ სიტყვა და ფიცი გატეხეს და ჩემი გოგო მოიტაცეს. განაგრძეთ კითხვა