თბილისის მერი კახა კალაძე სხვადასხვა ღონისძიებაზე ხშირად ჩნდება შვილებთან ერთად. ამჯერად, ყველაზე უმცროსი - ნიკოლა კალაძე იყო მის გვერდით, ახალი ვარცხნილობით.
ნიკოლა კახასა და ანუკის მეოთხე ვაჟია, რომელიც დიდ დროს ატარებს დედასთან და ანუკი არეშიძე ხშირად აქვეყნებს მის სახალისო ვიდეოებს. ნიკოლა ჯერ სკოლაშიც არ დადის, უფროსი ძმებისგან განსხვავებით.
სექტემბერში გახდა 5 წლის და იუბილე ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნა.
ახლა კი შეცვლილი იმიჯით წარდგა მამასთან ერთად.