აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ადამიანის დაბადების წელი მის ხასიათსა და ბედზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამიტომაც, იმ მშობლებს, რომლებიც 2024 წელს შვილის დაბადებას ელოდებიან, წლის მთავარი მახასიათებლები განსაკუთრებით აინტერესებთ.
მოგეხსენებათ, 2024 წლის მთავარი სიმბოლო მწვანე ხის დრაკონია. ამიტომაც, ასტროლოგების თქმით, ის ბავშვები, რომლებიც ამ წელს დაიბადებიან, ლიდერული თვისებებით იქნებიან დაჯილდოებულნი. გარდა ამისა, დრაკონის წელში დაბადებული ბავშვები ცნობისმოყვარე, თავისუფლებისმოყვარე ადამიანები არიან, რომლებიც ხშირად ეწინააღმდეგებიან არსებულ კლიშეებს და საკუთარ წესებს აწესებენ. ამ ჭკვიანმა და მიზანდასახულმა ადამიანებმა შესანიშნავად იციან, როგორ უნდა მიაღწიონ დასახულ გეგმას. მათ ძალდატანებით ვერავინ ვერაფერს გააკეთებინებს. თავად კარგად იციან, რა უმჯობესია მათივე კეთილდღეობისა და განვითარებისათვის.
ასტროლოგიაში დრაკონი ძალიან ემოციური, პატიოსანი და სამართლიანი სიმბოლოა, ამიტომაც, ითვლება, რომ იმ ბავშვებისთვის, რომლებიც დრაკონის წელში დაიბადებიან, დამახასიათებელია:
აღსანიშნავია, რომ აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ახალი წელი განსხვავებულ თარიღებში აღინიშნება. 2024 წელი 24 იანვრიდან იწყება და 2025 წლის 9 თებერვლამდე გრძელდება.
მწვანე დრაკონი სიმშვიდისა და სიბრძნის სიმბოლოა, ხე - სტაბილურობის. პერიოდი, რომელსაც ეს სიმბოლო იცავს, მშვიდობას გვპირდება, ამიტომ ამ წელს დაბადებული ბავშვები მშობლებს მინიმალურ დარდსა და თავსატეხს მოუტანენ.
აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, დრაკონის წელში დაბადებული გოგონები ცნობისმოყვარე და ქარიზმატულები არიან. ისინი ჩრდილში დამალვას არასოდეს ცდილობენ და სხვების ყურადღებას მალევე იპყრობენ. აქვთ საკუთარი პირობები და წესები და არიან მომთხოვნები როგორც თავიანთი თავის, ასევე სხვების მიმართაც. სამართლიანობის აღდგენას მთელი ძალით ცდილობენ, ვერ ეგუებიან ორპირობასა და სიყალბეს. დრაკონის წელში დაბადებული გოგონები ძალიან ხშირად ადვოკატები, იურისტები, უფლებების დამცველები ხდებიან.
თუმცა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რომელ წელს დაიბადება გოგონა, არამედ ისიც, თუ ზოდიაქოს რომელი ნიშნისა და ელემენტის წარმომადგენელია. ასტროლოგების თქმით, ყველაზე იღბლიანები იქნებიან ის გოგონები, რომლებიც ცეცხლის ნიშნის წარმომადგენლები არიან. ასტროლოგიაში ცეცხლის ნიშნები არიან ლომი, მშვილდოსანი, ვერძი. ეს გოგონები ლიდერობისა და პირველობისაკენ ისწრაფვიან და საკუთარი მიზნების სჯერათ.
დრაკონის წელში დაბადებული მიწის ნიშნები (ქალწული, კურო, თხის რქა) შემოქმედებითი აზროვნებით გამოირჩევიან. თავისუფლება და სიმშვიდე განსაკუთრებით უყვართ. საყვარელ ადამიანებს ყოველთვის მხარს უჭერენ და რთულ სიტუაციებში არასოდეს ტოვებენ. ეს ადამიანები ხშირად ხელოვნების გზას ირჩევენ და ამავე სფეროში მოღვაწეობენ. ასევე, ხშირად საქველმოქმედო და მოხალისეობრივ აქტივობებში ერთვებიან.
ზოდიაქოს ჰაერის ნიშნები (მერწყული, სასწორი და ტყუპები) მრავალმხრივი ადამიანები არიან. მათი ინტერესები მუდმივად იცვლება და სულ სურთ, მრავალფეროვანი გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით მიიღონ. შესაძლოა, მოგვეჩვენოს, რომ ისინი საკმაოდ უცნაურები არიან, მაგრამ წარმატებასა და აღიარებას მაინც აღწევენ.
წყლის ნიშნები (მორიელი, კირჩხიბი და თევზები) ემოციურად ყველაზე სტაბილურ ადამიანთა შორის არიან. მათ საკმაოდ მკაფიო და ზუსტი წარმოდგენა აქვთ, რა სურთ ცხოვრებაში. ადრეული ასაკიდანვე ირჩევენ, რისი მიღწევა უნდათ და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებიან გეგმას.
მათ ბუნებრივი უშიშრობა და შინაგანი ძალა აქვთ და შესანიშნავად იციან, როგორ დაძლიონ სირთულეებს. დრაკონის წელში დაბადებული ბიჭები ძალიან კარგი სპორტსმენები ხდებიან. თუმცა, წარმატებას სხვა სფეროშიც აღწევენ. აქვთ საკმაოდ მკაფიო და განსაზღვრული მიზნები. არ უყვართ ბუნდოვანი იდეები, რომლის შედეგსაც წინასწარ კარგად ვერ განსაზღვრავენ.
იციან, როგორ დააფასონ დრო და ირგვლივ შესანიშნავ თანამოაზრეებს იკრებენ. კარგი ლიდერები არიან და გუნდში კარგად მუშაობაც შეუძლიათ. არიან მეგობრულები, თუმცა მათი მოტყუება შეუძლებელია.
დრაკონის წელში დაბადებული ვაჟებისთვის უარყოფით მხარედ შეიძლება ეგოიზმი და გადაჭარბებული ამბიცია დასახელდეს. მათთვის აზრის შეცვლა ძალიან რთულია, რადგან, როგორც წესი, დარწმუნებულები არიან, რომ მართალს ამბობენ და სწორია ის, რასაც აკეთებენ.
დრაკონი მისი მმართველობის წელში დაბადებულ ადამიანებს გულუხვად ასაჩუქრებს და ბევრი მიმართულებით უხსნის გზას. დრაკონის წელში დაბადებული ადამიანები საკუთარ მიზნებს ადვილად აღწევენ, არიან ძლიერები, დამოუკიდებლები და შეუძლიათ, თავიანთი პოზიცია მყარად დაიცვან.