ზედა სამგორში, მეტროსთან ახლოს დროებით მოწყობილ საბავშვო ბაღს ცეცხლი გაუჩნდა. აღნიშნულ შენობაში 37-ე საბავშვო ბაღია შეხიზნული, რომელიც ავარიულია და რემონტდება, თუმცა მშობლებს არ აქვთ ინფორმაცია, როდის აღდგება ბაღში სასწავლო პროცესი.
რაც შეეხება ინციდენტს, დაუზუსტებელი ინფორმაციით, მოკლე ჩართვა მოხდა.
მშობლებს დაურეკეს და აცნობეს, რომ ბავშვები მალე წაეყვანათ. როგორც ისინი ყვებიან, კვამლზე სიგნალიზაცია ჩაირთო და მასწავლებლებმა სწრაფად გამოიყვანეს ბავშვები გარეთ. "არ მახსოვს, როგორ მივედი იქამდე, ფეხები მეკეცებოდა... სანამ ბავშვი დავინახე, ჩემი დამემართა... ათასი რამ წარმოვიდგინე" - ყვებიან მშობლები ჩვენთან საუბარში.
საბედნიეროდ შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა. დეტალებს კვლავაც დავაზუსტებთ და მოგვიანებით გაცნობებთ.