რა თქმა უნდა, ზუსტად ვერავინ გამოთვლის, რამდენ ხანს იცოცხლებს ესა თუ ის ადამიანი, მაგრამ უდაოდ არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე - და ეს მეცნიერებმა არაერთი გამოკვლევით დაადასტურეს.
სიცოცხლის ხანგრძლივობის გამოსათვლელი ტესტი თქვენს ჩვევებს, მემკვიდრეობას და ცხოვრების წესს ითვალისწინებს.
საწყის ციფრად აღებულია სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი : 67 წელი მამაკაცებისთვის და 77 წელი ქალებისთვის. მოიმარჯვეთ კალკულატორი ან ფურცელ-კალამი მარტივ გამოთვლებს შეუდექით.
მაშ ასე, საწყის ციფრად მამაკაცები 67 წელს იღებენ, ქალები - 77-ს.
+9 წელი
თუ რაიმე სპორტით ან ფიტნესით ხართ დაკავებული კვირაში მინიმუმ 3 საათი.
-3 წელი
თუ თქვენი სხეულის მასის ინდექსი 25-ზე მეტია.სხეულის მასის ინდექსი 25-29,9 ჭარბ წონად, ხოლო 30 და ზემოთ სიმსუქნედ ითვლება. ალაბამას უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 25-35-მდე სეულის მასის ინდექსმა შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით სამი წლით შეამციროს.
-13 წელი
თუ ეწევით. მოწევა ზრდის კიბოს, ფილტვების ქრონიკული დაავადების, გულის დაავადებების, ინსულტის და ასთმის რისკს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მას შეუძლია შეამციროს თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა.
მაგრამ თუ თქვენ უარს იტყვით ამ ჩვევაზე, მაშინ შემცირდება არა 13, არამედ მხოლოდ 3 წლით.
+3 წელი
თუ დღეში 4-ჯერ- 5-ჯერ ჭამთ, ანუ რეჟიმულად იკვებებით.
-0,5 წელი
თუ ალკოჰოლს მცირე რაოდენობით (არაუმეტეს 5 ჭიქა ღვინო კვირაში) სვამთ. თუ ჭიქების რაოდენობა 10-ია, გამოაკელით 2 წელი. კვირაში 18 ჭიქაზე მეტის შემთხვევაში მინუს 4 წელი გამოგივათ.
+3 წელი
თუ თხილეულს მიირთმევთ (ნუში იქნება ეს, კეშიუ თუ უბრალო არაქისი) - კვირაში 4-5-ჯერ მაინც.
+2 წელი
თუ კვირაში მინიმუმ 3 პორცია თევზს მიირთმევთ. აშშ-ში ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებსაც მეტი ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები აქვთ სხეულში, დაახლოებით ორი წლით მეტხანს ცოცხლობენ.
-16 წელი
თუ გამუდმებით რაიმეზე ღელავთ და მუდმივ სტრესში ხართ. სამწუხაროდ, თქვენი სხეული ამას არ გაპატიებთ.
+1,7 წელი მამაკაცებისთვის და -1,4 წელი ქალებისთვის
თუ დაოჯახებული ხარ. გერმანიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცებისთვის „სასარგებლოა“ ოჯახური ცხოვრება, გოგოებისთვის კი ოჯახური ბედნიერება სიცოცხლის ხანგრძლივობას 1,4 წლით ამცირებს.
+2 წელი
თუ შვილები გყავთ. შვედმა მკვლევარებმა 1,4 მილიონი ადამიანის მონაცემები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მშობლებს უფრო მეტი სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვთ, ვიდრე უშვილო ადამიანებს.
-2.8 წელი
თუ სამსახურში ძალიან იღლებით. სამსახურში სტრესი ზრდის გასუქების, გულის დაავადებების, ტიპი 2 დიაბეტის და ზოგიერთი სახის კიბოს რისკს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მძიმე სტრესმა შეიძლება შეამციროს ქალისა და მამაკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 2,8 წლით.
+7 წელი
თუ გყავთ მეგობრები, რომლებთანაც მუდმივად ურთიერთობთ. ავსტრალიაში ჩატარებულმა დაბერების შემსწავლელმა კვლევამ აჩვენა, რომ მათ, ვისაც მეტი მეგობარი ჰყავს, 22 პროცენტით მეტი შანსი აქვთ, რომ დიდხანს იცოცხლონ, ვიდრე მათ, ვისაც მეგობრები თითქმის არ ჰყავს.
+8 წელი
თუ რეგულარული ინტიმური ცხოვრება გაქვთ. სექსი ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და ქოლესტერინის შემცირებას.
-4,8 წელი
თუ ტელევიზორს დღეში 6 ან მეტ საათს უყურებთ. ავსტრალიის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მკვლევარები თანხმდებიან, რომ ადამიანები, რომლებიც ტელევიზორს უყურებენ, ნაკლებად ჯანმრთელები არიან, ვიდრე უფრო აქტიური ადამიანები. ისინი, რომლებიც ტელევიზორს დღეში 6 საათს უყურებენ, დაახლოებით 4,8 წლით ადრე კვდებიან, ვიდრე ისინი, ვინც არასდროს რთავს ტელევიზორს. 25 წლის შემდეგ კი ტელევიზორის ყურების ყოველი საათი სიცოცხლის ხანგრძლივობას 22 წუთით ამცირებს, ამბობენ მეცნიერები.
+2 წელი
თუ კვირაში 3-4 საათი მაინც კითხულობთ. აშშ-ს იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წიგნების კითხვას შეუძლია თითქმის ორი წელი შეჰმატოს თქვენს სიცოცხლეს.