2023 წლის 13 ნოემბერს მორიელის ნიშანში ახალი მთვარეა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს განსაკუთრებული თარიღია, რადგანაც ადამიანებს შეუძლიათ, თავიანთი ცხოვრება საბოლოოდ შეცვალონ, დაემშვიდობონ წარსულს და ახალი ეტაპი დაიწყონ. სწორი მიდგომით, შესაძლოა, შემოდგომის დასასრული თქვენთვის ახალი ცხოვრების დასაწყისად გადაიქცეს.
ნოემბრის თვის დიდ ნაწილს ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე რთული ნიშანი, მორიელი მართავს. ამიტომაცაა, რომ ბევრ ადამიანს მიმდინარე თვის განმავლობაში ემოციური არასტაბულირობა და შფოთვა აწუხებს. წყლის ეს ნიშანი მუდმივად ცდილობს, ყველაფერი გააკონტროლოს, თავის ადგილზე დააბრუნოს და ილუზიები გააქროს. ამიტომაც, შესაძლოა, გეჩვენებათ, რომ ახლა ყველაფერი თავდაყირაა, ქაოსის შეგრძნება გაქვთ - სინამდვილეში ზუსტად ის ხდება, რაც ძალიან გჭირდებათ. ნოემბერი ბევრი ადამიანისათვის გადაფასებების თვეა და ახალი მთვარე, ამ კუთხით, განსაკუთრებულ გავლენას ახდენს.
ახლა ბევრი ჩვენგანი საბოლოოდ მიხვდება, რომ უნდა დაემშვიდობოს ყველაფერს, რაც დიდი ხანია გვამძიმებს და ბედნიერებაში ხელს გვიშლის. ახალი მთვარე ადამიანებს საკუთარ თავთან, ემოციებთან და განცდებთან ჩაღრმავების შესაძლებლობას მისცემს. მიხვდებით, რა გიშლით ხელს ბედნიერებასა და წარმატებაში, საბოლოოდ იტყვით უარს ყველაფერზე, რაც ტოქსიკურია და თქვენთვის სარგებელი აღარ მოაქვს.
ასტროლოგები 13 ნოემბრის ახალ მთვარეს თვითგამორკვევის თარიღს უწოდებენ. შესაძლოა, ჯერ კიდევ ეჭვებისა და დილემების წინაშე ხართ, მაგრამ ახლა შეგიძლიათ, გათავისუფლდეთ ყველაფრისგან, რაც ძველი და უსარგებლოა - ეს ეხება ნივთებსაც და ურთიერთობებსაც.
ეს პერიოდი განსაკუთრებით წარმატებული იქნება:
ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლები ურთიერთობებში სიცხადეს იგრძნობენ და მიხვდებიან, ვისი იმედი უნდა ჰქონდეთ ცხოვრებაში და ვინაა არასანდო. შესანიშნავი პერიოდია ახალი პროექტების, წამოწყებების, ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად. ახლა წარმატება და იღბალი თქვენ მხარესაა. ზოდიაქოს სხვა ნიშნების წარმომადგენლები კი შედარებით უფრო რთულ, მაგრამ მნიშვნელოვან პერიოდს გადიან. ახლა შესაძლოა, უამრავი ფიქრითა და ეჭვით ხართ გარემოცულნი, მაგრამ ეს დაგეხმარებათ, რომ თქვენი ცხოვრება შეცვალოთ. შეიძლება ითქვას, რომ გარდამტეხი მომენტია, რასაც ემოციურობა და შფოთვა თან ახლავს, მაგრამ საბოლოო შედეგი თქვენთვის ხელსაყრელი იქნება.
ახალი მთვარის დღეს შეგიძლიათ, ფურცელზე ჩამოწერეთ ყველაფერი, რისი მოშორებაც გსურთ, რაზეც ფიქრობთ, რომ თქვენს ცხოვრებაზე უარყოფით გავლენას ახდენს და გაღელვებთ. შემდეგ გადაახვიეთ ფურცელი და სანთელზე დაწვით, მცირე ფერფლი კი ფანჯრიდან გადაყარეთ. ითვლება, რომ ამ გზით სამყაროს თქვენს გზავნილს აჩვენებთ და სახლიდან გაგაქვთ ყველაფერი, რაც თქვენზე ცუდად მოქმედებს.
ამის შემდეგ აიღეთ წიგნაკი, რვეული, ან სასურველი საშუალება, სადაც სამომავლო გეგმების შესახებ ჩამოწერთ. ზუსტად ჩამოაყალიბეთ ყველაფერი, რაც გინდათ, რომ მომავალში აგიხდეთ. პერიოდულად გადახედეთ ამ ჩანაწერებს და საოცარ მოტივაციას იგრძნობთ, რომ თქვენი ოცნებები რეალობად გადააქციოთ.