ვის გაეზრდება 2024 წლიდან სოციალური დახმარებები - დეტალები მომდევნო წლის ბიუჯეტის დოკუმენტიდან - მშობლები

ვის გაეზრდება 2024 წლიდან სოციალური დახმარებები - დეტალები მომდევნო წლის ბიუჯეტის დოკუმენტიდან

2023-11-09 13:01:41+04:00

საქართველოს მთავრობა 2024 წლის ბიუჯეტზე მუშაობს. ახალი პროექტის მიხედვით, ბიუჯეტი სხვადასხვა მიმართულების დაფინანსებისთვის გაზრდილია. შესაბამისად, გარკვეული სოციალური დახმარებებისა და პაკეტების მოცულობა იზრდება.

განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება დამატებით 65,0 მლნ ლარითაა გაზრდილი და ჯამში შე 7 800,0 მლნ ლარს შეადგენს.

ბიუჯეტში გათვალისწინებულია:

  • 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსიის ზრდა 50 ლარით და განისაზღვრება 415 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 500 ლარს გაუტოლდება;
  • 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 315 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 380 ლარს გაუტოლდება;
  • გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 50 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით;
  • გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივლისიდან 200 ლარამდე გაზრდილი ბავშვთა სოციალური დახმარების სრული წლის დაფინანსება;
  • ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1,6 მილიარდი ლარი, მათ შორის გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა;
  • დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 230,0 მლნ ლარი.
  • საყოფაცხოვრებო სუბსიდიის 7 ლარიანი მოცულობა გაიზრდება 40 ლარამდე, 22 ლარიანი - 60 ლარამდე, ხოლო 44 ლარიანი - 80 ლარამდე;
  • დაიწყება ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებში მრავალშვილიანი უსახლკარო ოჯახებისთვის განხორციელდება საცხოვრებელი სახლების შესყიდვა;
  • გაიზრდება ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება, რითაც შესაძლებელი იქნება პენსიონერთათვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება სრული წლის განმავლობაში.

განათლების და მეცნიერების მიმართულებით დაფინანსება ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 160,0 მლნ ლარით (ჯამურად იზრდება 580,0 მლნ ლარით), რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია:

გარდა მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ხელფასების ზრდისა, პროექტში გათვალისწინებულია:

  • საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 450,0 მლნ ლარამდე - ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან შედარებით დაფინანსება გაზრდილია 104,0 მლნ ლარით;
  • საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 225,0 მლნ ლარზე მეტი;

უფრო ვრცლად ინფორმაცია შეგიძლიათ, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განმარტებით ბარათში იხილოთ:

შეკითხვებისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე:

თამარ იაკობაშვილი