უკვე თითქმის ორი წელია ბრიუს უილისი ცხოვრობს დემენციის რთული ფორმის დიაგნოზით და გამოჯანმრთელების შანსი ფაქტობრივად არ არსებობს, რადგან ამ წამლისთვის სპეციალური წამლებიც არ არის. მსახიობის მდგომარეობა თანდათანობით მძიმდება, თუმცა მთელი მისი ოჯახი მის გვერდით არის და მხარს უჭერს.
ბრიუსის ახლანდელი მეუღლე ემა ჰენინგი საკმაოდ დაუმეგობრდა მის ყოფილ ცოლს დემი მურს, რომელიც ასევე მუდმივად სტუმრობს ბრიუსს და ძალიან განიცდის, რომ ყოფილი ქმარი და საყვარელი მეგობარი პერიოდულად ვერ ცნობს, ვერც მას და ვერც დანარჩენ ახლობლებს.
ცოტა ხნის წინ ბრიუსის და დემის საერთო ქალიშვილებიდან ერთ-ერთმა ტალულამ დრიუ ბერიმორის შოუში ისაუბრა მამის მდგომარეობაზე. გოგონა დღემდე ვერ ეგუება მამის დიაგნოზს. აღიარებს, რომ ბოლო დრო ხშირად ალაგებს მის ნივთებს, რომ სამახსოვროდ რაიმე დაიტოვოს.
მისი აზრით, ძნელი სათქმელია, აცნობიერებს თუ არა ბრიუსი თავის დიაგნოზს. თუმცა ოჯახი მაქსიმალურ კომფორტს უქმნის და ყოველდღე მასთან ერთად სუფთა ფურცლიდან იწყებს ცხოვრებას.
ტალულა ამბობს, რომ მისმა ოჯახმა დიდი პასუხისმგებლობა აიღო, არა მხოლოდ ბრიუსზე, არამედ იმაზეც, რომ რაც შეიძლება ფართოდ გაავრცელოს ინფორმაცია ამ დაავადებაზე. "ჩემი ოჯახისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვუამბოთ სხვა ადამიანებს იმ გამოცდილებაზე, რაც გვაქვს. ეს შეიძლება ვინმე დაეხმაროს".
გოგონა მძიმედ განიცდის იმ ფაქტს, რომ მამა შეიძლება მალე გარდაიცვალოს და ცდილობს რაც შეიძლება მეტი სასიამოვნო მომენტი დაიყოვოს მასთან ერთად, იღებს ბევრ ფოტოს და დიდ დრო ატარებს მამასთან. "მის ნივთებში არქეოლოგივით ვიქექები. მის ყველა ხმოვან შეტყობინებას დისკზე ვინახავ. ვცდილობ ყველაფერი ჩავიწერო იმ მომენტითვის, როცა ის აღარ იქნება ჩვენ გვერდით", - ამბობს ტალულა.