რუსეთში მცხოვრები ტელეწამყვანი თინა კანდელაკი პუტინის რეჟიმის მომხრეა და ამის გამო საქართველოში ბევრი გულშემატკივარი არ ჰყავს. საკუთარ პოზიციას ხშირად გამოხატავს და სოციალურ ქსელში საკმაოდ ხშირად აკრიტიკებენ ამის გამო. თუმცა თავად, როგორც ჩანს, სრულიად არ ღელავს ამაზე. მით უმეტეს, რომ კარიერაც წარმატებით აიწყო, გავლენაც მოიპოვა და ფინანსებიც. ცოტა ხნის წინ კი გამოტყდა, რომ 48 წლის ასაკში მესამედ გახდა დედა.
"ყველას დიდი მადლობა, ვისთან ერთადაც წინ მივდივარ და მადლობა მათ, ვინც უკან დარჩა. ეს ყველაფერი ჩემთვის ყველაზე თავშესაქცევი მოგზაურობაა ცხოვრებაში, რომელიც უკვე 48 წელია გრძელდება. დაბადების ვულოცავ საკუთარ თავს. ბედნიერი მრავალშვილიანი დედა ვარ და საყვარელი ცოლი, და ამით ყველაფერი ნათქვამია".
თინას მესამე შვილის მამა მისი მეორე ქმარი, სახელმწიფო კორპორაცია "როსტეხის" დირექტორი ვასილი ბროვკოა. მანამდე ის წლები იყო დაქორწინებული ბიზნესმენ ანდრეი კონდრახინზე, რომელთანაც ორი ზრდასრული შვილი ჰყავს.