"ღამის შოუს" ბენდის წევრი, მომღერალი თათა გიორგობიანი პროფესიით ფსიქოლოგია. მას სოციალურ ქსელში უამრავი გამომწერი ჰყავს, სადაც ყოველდღიურად უამრავ ფსიქოლოგიურ რჩევას უზიარებს. პოპულარული მომღერალი ბავშვობიდან მღერის, მაგრამ მიაჩნდა, რომ ეს მისი ჰობი იყო. სამომავლოდ პროფესია ბიზნესის მიმართულებით აირჩია, რასაც დრო და ენერგიაც დაუთმო, თუმცა ჰობმა თავი ისევ შეახსენა და ახლა უკვე ის მისი ერთ-ერთი და ამ ეტაპზე, მთავარი პროფესიაც არის...
თათა არასოდეს საუბრობს პირად ცხოვრებაზე, თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მას შეყვარებული ჰყავს. მისი რჩეული კონსტანტინე მოსიძეა, რომელიც ეკონომისტი და ბლოგერია. ის ვიდეოებს ხშირად დებს და აქტუალურ ეკონომიკურ საკითხებზე საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
თათა ჟურნალ "სარკესთან" კონსტანტინეზე და საქორწინო სამზადისზე საუბრობს:
- დიდი ხანია შეყვარებული ვარ, მაგრამ მე და ჩემს რჩეულს შეთანხმება გვქონდა, რომ ვიდრე ურთიერთობას ოფიციალურს არ გავხდიდით, საიდუმლოდ შეგვენახა. თავად გადაწყვიტა, რომ სიურპრიზად გაეკეთებინა და ჩვენი სიყვარული გაესაჯაროებინა. მართლა არ ველოდი, ეს ჩემს გადაცემაში თუ მოხდებოდა. თავიდან ცოტა გავბრაზდი, რატომ არ შემითანხმეთქო, მერე მივხვდი რომ მამაკაცის მხრიდან ძალიან სწორად მოიქცა და ამით ყველას დაანახა, მე ეს გოგო მიყვარს და ჩემი არის.
- თავდაპირველად საქმიანი ურთიერთობით შევხვდი, სარეკლამო გადაღებაა მქონდა, პიარის კუთხით უნდა დავხმარებოდი მის კომპანიას. შემდეგ შევამჩნიე რომ სხვანაირად მიჟუჟუნებდა თვალებს. მალე მივხვდი რომ რეკლამის გარდა სხვა ინტერესებიც ჰქონდა ჩემს მიმართ. თავიდან ზრდილობიანად და კულტურულად ვცდილობდი ჩამომეშორებინა, მაგრამ გაოგნებული დავრჩი მისი ზრდილობით და მოზომილი მანერებით. განაგრძეთ კითხვა