ტრაგედია კრივში მსოფლიოს ექს-ჩემპიონის, გრიგორი დროზდას ოჯახში მოხდა. მამასთან და დედინაცვალთან ჩხუბის შემდეგ გოგონა კორპუსის მე-13 სართულიდან გადმოვარდა და მიღებული ტრავმებით გარდაიცვალა.
საქმე აღიძრა და ძიება მიმდინარეობს.
როგორც თავად ოჯახის წევრები ყვებიან, შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე მამას 13 წლის გოგონასთან სერიოზული საუბარი ჰქონდა. გოგონა სკოლაში კარგად არ სწავლობდა, ცუდ ნიშნებს იღებდა და გრიგორიმ გადაწყვიტა, დაესაჯა და სმარტფონი წაართვა.
გოგონა თავის ოთახში ჩაიკეტა, მისი დედინაცვალი და ძმები თავიანთ საქმეებს დაუბრუნდნენ, დროზდი კი შეხვედრაზე წავიდა... ცოტა ხანში კი გოგონას ცხედარი კორპუსის ძირას იპოვეს. მაშა სასწრაფო მანქანაში გარდაიცვალა...
სპორტსმენის გულშემატკივრები გაოცებას ვერ მალავენ. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, სპორტსმენს იდეალურ მამად აღიქვამდნენ და უამრავ ფოტოს აქვეყნებდა ოჯახთან ერთად - ქალ-ვაჟთან პირველი ქორწინებიდან და მეორე ცოლის შვილთან, რომელიც იშვილა და თავად ზრდის.
თუმცა ფაქტი ის არის, რომ დროზდს არ ჰქონია იდეალური რეპუტაცია - პირველი ქორწინება სკანდალებით დაასრულა. ყოფილი მეუღლე ღალატსა და ოჯახურ ძალადობაში სდებდა ბრალს - ყველა მის ნაცნობთან იწვა და პროფესიონალურად ცემდა ცოლს ისე, რომ კვალს არ ტოვებდა. ქალმა გამაოგნებელი ინტერვიუ მისცა მაშინ პრესას. მაშინ ქალი იმასაც ყვებოდა, რომ ერთხელ ცემის მერე ქმარი მის დანით მოკვლას ცდილობდა, ერთხელ კი კინაღამ ფანჯრიდან გადაადგო. 2017 წელს ბავშვები წაიყვანა და ნაქირავებ ბინაში წავიდა. თუმცა დროზდი იქაც მიადგა, ცემა და ბავშვები წაართვა, თავისი კავშირებით დაემუქრა...
მოგვიანებით დროზდმა თავისი ცოლის დაქალზე იქორწინა და მასთან ერთად ბედნიერი ფოტოების გამოქვეყნებაც დაიწყო... თუმცა როგორც აღმოჩნდა, იდეალურად არც ამ ქორწინებაში იყო საქმე...