"ვზივარ და ვბღავი გიჟივით... რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ წამალი ჩამოვიდა... ზეგ ჩვენი თინეიჯერები პირველ დოზას გაიკეთებენ..." - აქონდროპლაზიის სამკურნალო წამალი საქართველოშია - მშობლები

"ვზივარ და ვბღავი გიჟივით... რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ წამალი ჩამოვიდა... ზეგ ჩვენი თინეიჯერები პირველ დოზას გაიკეთებენ..." - აქონდროპლაზიის სამკურნალო წამალი საქართველოშია

2023-11-14 09:02:24+04:00

აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი უკვე საქართველოშია. ინფორმაციას ამის შესახებ ერთ-ერთი აქტიური მშობელი, აქციების მონაწილე მაკუნა გოჩიაშვილი ავრცელებს სოციალურ ქსელში:

"ვზივარ და ვბღავი გიჟივით, თან ვიცინი თან ვტირი, თან ვეღარ ვითმენ ზეგამდე, რომ არ გითხრათ.

რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ წამალი ჩამოვიდა და უკვე იაშვილის კლინიკაშია. ზეგ ჩვენი თინეიჯერები პირველ დოზას გაიკეთებენ.

წამალი დაიდო!"

მე აქ არ მოვსულვარ იმისთვის, რომ ჩემთვის მოვითხოვო წამალი, მე დავაგვიანე, არ მჭირდება. აქ ვარ, რომ ამ ბავშვებმა არ განიცადონ ის ტკივილები, რაც მე თავის დროზე განვიცადე... - აქონდროპლაზიის მქონე ლაზარე ლელაძის მიმართვა