თანამედროვე მედიცინა ამბობს, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ „მეოთხე ტრიმესტრი“ იწყება და შეიძლება, ეს ეტაპი საკმაოდ რთულად მიმდინარეობდეს. მშობიარობის შემდეგ ესტროგენისა და პროგესტერონის დონე მკვეთრად ეცემა, რის გამოც ქალი თავს „დაგრეულად“ გრძნობს. ეს შეგრძნებები იმდენად შემაწუხებელია, რომ არამარტო მშობიარობის შემდგომი დეპრესია, პოსტსამშობიარო ბრაზიც შეიძლება გამოიწვიოს
ეს ბრაზის ნამდვილი შეტევებია, რომელიც იმ ეტაპზე იწყება, როცა ბავშვთან ადაპტაციას იწყებთ. ქალები აღწერენ "მშობიარობის შემდგომ ბრაზს“, რომელიც არსაიდან მოდის და სირცხვილისა და დაღლილობის გრძნობას ტოვებს. ეს შეტევა წარმოიქმნება იმის გამო, რომ თქვენი დედობის მოლოდინი არ ემთხვევა რეალობას და იმას, თუ როგორია ნამდვილი ბავშვის მოვლა.
თქვენ მარტო არ ხართ: ბევრი ქალი განიცდის მსგავს ემოციებს ამ რთულ პერიოდში. ადამიანები ხშირად საუბრობენ მშობიარობის შემდგომ შფოთვაზე ან დეპრესიაზე, მაგრამ „გაბრაზებული“ ემოციების განცდას მცირე ყურადღება ექცევა.
ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ გაბრაზება არის პასუხი იმ უძლურებაზე, რომელსაც ახალშობილი დედა მშობიარობისას განიცდის.
მაპროვოცირებელი ფაქტორებია:
მშობიარობის შემდგომი ბრაზის სიმპტომები:
ბრაზთან გამკლავება და ზოგადად, ემოციების მართვა არავისთვის ადვილი საქმე არ არის, მაგრამ განსაკუთრებით რთულია მშობიარობის შემდგომ პერიოდში, როცა ნაკლები გძინავთ და ჰორმონალური ფონი კვლავ ცვალებადია.
იდეალურ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უნდა მიმართოთ ექიმს: შესაძლოა ფსიქოთერაპია და/ან მედიკამენტური დახმარება დაგჭირდეთ. ჩვეულებრივ, ამ ტიპის პრობლემებისთვის რეკომენდებულია კოგნიტური ქცევითი თერაპია და ზოგჯერ ანტიდეპრესანტებიც.
თუმცა, არის რაღაცები, რისი გაკეთებაც თავადაც შეგიძლიათ.
პირველ რიგში, საჭიროა საკმარისი ძილი. ეს რთულად ჟღერს, რადგან ბავშვთან სრულფასოვანი ძილი ნამდვილი გამოწვევაა. ამიტომ, დახმარების თხოვნა საყვარელი ადამიანებისგან ნუ მოგერიდებათ. როცა თქვენს ჯანმრთელობას ასე სჭირდება, ოჯახის სხვა წევრმაც შეიძლება ღამით მიაქციოს ყურადღება ბავშვს ან დღისით დაიძინეთ და ბავშვი ოჯახის წევრს დაუტოვეთ.
ყურადღება მიაქციეთ კვებას. საჭიროა საკმარისი ვიტამინებისა და მინერალების მიღება. შეეცადეთ ყოველდღე მიირთვათ ბოსტნეული, ცილა და ნახშირწყლები.
შეეცადეთ უფრო ხშირად იმოძრაოთ. სავარაუდოდ, შვილთან ერთად სასეირნოდ გადიხართ და ეს მშვენიერია! თუმცა, შეეცადეთ, მარტომ, მინიმუმ, ერთი გასეირნება დაამატოთ, თუნდაც ეს მხოლოდ ერთი წრე იყოს სახლის გარშემო. სუფთა ჰაერი და ცოტა სიმშვიდე აუცილებლად სასიკეთოდ იმოქმედებს.
უფრო ხშირად ითხოვეთ დახმარება და დათანხმდით, თუ სხვები შემოგთავაზებენ. ეს შეიძლება რთული იყოს, თუ მიჩვეული ხართ, რომ ყველაფერი თავად აკეთოთ, სამაგიეროდ ეს სტრესის დონეს შეგიმცირებთ და გამოჯანმრთელებისთვის მეტ დროს მოგცემთ.